iphone_5s_fingApple ძალიან ამაყობს თავისი iPhone 5S-ით და მიუხედავად იმისა, რომ ერთ შეხედვით მისი კილერ ფიჩა არის ბიომეტრიული სენსორი Touch ID – სიმადვილეში პირადი ინფორმაციის დაცვის საუკეთესო მეთოდად ამის ჩათვლა ნამვილად არ შეიძძლება. საქმე იმაშია, რომ ანაბეჭდების სკანერი სინამდვილეში არ არის უსაფრთხოების დაცვის საიმედო სისტემა, როგორც ეს ერთი შეხედვით არ უდნა მოგეჩვენოთ.

პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ თუ თქვენი ბიომეტრიული ინფორმაცია დაზიანდება, მისი შეცვლა უკვე შეუძლებელი იქნება. უსაფრთხოების თვალსაზრისით ჰაკერების ჯგუფმა Chaos Computer Club (CCC) უკვე აჩვენა, რომ Touch ID-ის მოტყუება საკმაოდ ადვილია და ამისთვის არ არის საჭირო მკაცრი ლაბორატორიული პირობები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვეულებრივ და არც ისე იაფ სმარტფონზე ვსაუბრობთ, რომელიც 600 დოლარი ღირს საბაზისო მოდელი, ანაბეჭდების გამოყენების სისტემამ შესაძლოა უფრო მეტ შედეგებთან მიგვიყვანოს და გარეშე ადამიანის მიერ თქვენს ინფორმაციაზე წვდომა აქ მინიმალური საფრთხეა. ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაწყებულია ბიომეტრიული ინფორმაციის შენახვა, როგორიცაა საპასპოსტო მონაცემები და მსხვილი სუპერმარკეტების ანგარიშსწორების სისტემები.

2007 წელს მსგავსი საფრთხე ხაკერების იგივე ჯგუფმა CCC-მ გამოვალინა, როცა შეძლო თითის ანაბეჭდების სკანერი მოატყუეს სუპერმარკეტში და უცხო ადამიანის ანგარიშით გადაიხადეს შეძენილი საქონლის საფასური. 2008 წელს ჰაკერებმა მოიპოვეს გერმანიის მაშინდელი შ.ს.ს. მინისტრის თითის ანაბეჭდები. საინტერესო ის არის რომ ჯერ კიდევ 2004 წელს CCC-მ გამოაქვენა თავის საიტზე ინსტრუქციები თუ, რომგორ უნდა მოვატყუოთ დაქტილოსკოპიური სისტემები. წარმოიდგინეთ, რომ თითქმის 10 წლის შემდეგ ყველა ეს მეთოდები, რომლებიც აღწერილი იყო მაშინ აქტუალურია დღემდე.

“თქვენი ტელეფონის თქვენივე ნების საწინააღმდეგოდ განბლოკვა უფრო ადვილი გახდა. დამეთანხმებით, რომ თქვენი ჩვეულებრივი პაროლის მოპოვება გაცილებით ძნელია, ვიდრე თქვენი ახალ მოკვეთილი თითის” – Chaos Computer Club.

უსაფრთხოების პრობლემის გარდა, ბიომეტრიული სისტემების გამოყენებისას თქვენი პირადი ცხოვრების საფრთხეც დრება. ამერიკის ერთ-ერთ სენატორმა Apple-ს წერილი გაუგზავნა იმ იმედით, რომ ტექნოლოგიური გიგანტი კუპერტინოდან გასცემს პასუხ იმაზე თუ როგორ იშიფრება ბიომეტრიული მონაცემები iPhone 5S-ში და იგზავნება თუ არა ეს ყველაფერი Apple-ის სერვერებზე და შესაძლებელია თუ არა მათი გამოყენება სასამართლოში, როგორც დამადასტურებელი საბუთი. სანატორი ელ ფრანკენის დაინტერესება გამოიწვია იმან, რომ თუ თქვენი ბიომეტრიული მონაცემები მოიპარეს მათი აღდგენის საშუალება უკვე არ იქნება.

“ნება მომეცით აგიხსნათ: თუ ჰაკერს აქვს თქვენი დიდი თითის ანაბეჭდი, მას შეეძლება ამის ბოროტი მიზნებისთვის გამოყენების საშუალება მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში” – ამბობს სენატორი, რომელიც სენატის იურიდიული ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა პრივტულობის საკითხებში

დღეს თუ ვინმე მოიპარავს თქვენს ერთ-ერთ ონლაინ ანგარიშს, თქვენ უბრალოდ შეცვლით პაროლს. თუ ვინმე მოიპარავს თქვენს ბანკის პლატიკურ ბარათს, თქვენ შეგიძლიათ მისი გაყინვა და ახლის აღება. მაგრამ თუ ვინმე მოიპარავს თქვენს ბიომეტრიულ მონაცემებს, მათი შეცვლა შეუძლებელია. თქვენ არ შეიძლიათ შეცვალოთ თქვენი თვალის ბადურა და დნმ. და თუ ეს მონაცემები გამოიყენება კრიმინალისტიკაში ზუსტი იდენტიფიკაციისათვის, ეს არ ნიშნავს, რომ მსგავსი მონაცემების გამოყენება ინფორმაციის დაცვისათვის მიზანშეწონილია.

“სისულელეა გამოიყენოთ დაცვისათვის ისეთი მონაცემები, რომლის შეცვლაც შემდგომში შეუძლებელი იქნება და შეიძლება თქვენსავე საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული. ნუთუ ხალხისთვის სასიამოვნოა გააცნობიეროს (ან შეიძლება ისინი ამას არ აცნობიერებენ), რომ კომპანიები, რომლებიც ბიომეტრიული დაცვის საშუალებებს ქმნიან მათ უბრალოდ ასულელებენ?” – ფრენკ რიგერი, CCC-ის წარმომადგენელი

ტელეფონთან მიმართებაში შეიძლება ზოგიერთმა ადამიანმა იფიქროს, რომ Touch ID-ის გამოყენება შესანიშნავი მეთოდია იმისთვის, რომ სხვებმა არ ჩაყონ მათ პირად ცხოვრებაში ცხვირი. შესაძლოა ეს მართლაც ასეა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ერთხელ თქვენი Touch ID-ით შესაძლებელი გახდება თქვენი საბანკო ინფორმაციის დადასტურება ან ონლაინ მაღზიებში შესყიდვების განხორციელება. არ გადარდებთ ის მომენტი, რომ როცა ყავის ჭიქაზე დატოვებთ თვენს ანაბეჭდებს ან კოკა-კოლის ბაკალზე რომელიმე კაფეში, თქვენ მოგვიანებით აღმოაჩენთ, რომ რომელიღაც კრიმინალურმა ელემენტმა გამოიყენა თქვენი მონაცემები და შეიძინა ძვირად ღირებული პროდუქტები. აუცილებელია დავფიქრდეთ იდენტიფიკაციის სხვა საშუალებებზეც, რომლებიც უფრო ეფექტური და უსაფრთხო იქნება ჩვენი მომავლისთვის.

წყარო: hi-news.ru