Nexus5_topedge_Leftროგორც იქნა გვეღირსა და კომპანია Google-წარმოადგინა მისი უახლესი ფლაგმანური სმარტფონი Nexus 5. მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრიდან მოყოლებული თითქმის ყველა ტექნიკური დეტალი და ფოტოებიც გახდა საზოგადოებისთვის ჭორების სახით ცნობილი გაჯეტის გამოსვლა მაინც საინტერესო დეტალების გამოვლინებით დასრულდა. ამის გარდა ხელმისაწვდომი გახდა Android 4.4 KitKat-ის ღია კოდი, რომელიც უამრავ განახლებას მოიცავს.

Nexus5_tilted

Google Nexus 5 ისევე, როგორც შარშანდელი Nexus 4 კომპანიამ LG-თან პარტნიორობით შექმნა. მიუხედავად ამისა სმარტფონი კარდინალურად განსხვავდება წინამორბედისგან და შემქმნელებმა საბოლოოდ უარი თქვეს Gorilla Glass-ის მთლიან უკანა პანელზე და ის მსუბუქი შეხების მქონე პლატიკით შეცვალეს. ეკრანის ზომის გაზრდამ გამოიწვია სმარტფონის ზომის გაზრდაც. ტექნიკური მონაცემები შთამბეჭდავია და ასე გამოიყურება:

  • სისტემა ჩიპზე: Qualcomm Snapdragon 800 MSM8974
  • პროცესორი: Qualcomm Krait 400 @2.3 გჰც (4 ბირთვი)
  • გრაფიკა: Qualcomm Adreno 330 @450 მჰც (4 გამომთვლელი ბლოკი)
  • ოპერატიული მეხსიერება: 2 გბ.
  • მედია საცავი: 16/32 გბ. არ არის მეხსიერების ბარათების სლოტი.
  • ეკრანი: 5″ IPS+ გარჩევადობით 1920×1080. Corning Gorilla Glass 3 დამცავი შუშაპლასტიკი.
  • კომუნიკაციები: Wi-Fi 802.11 a/b/g/n/ac MIMO, Bluetooth 4.0+LE, NFC, Miracast, USB OTG
  • კამერა: 8 მეგაპიქსელიანი,  ავტოფოკუსით, მაშუქით, გამოსახულების ოპტიკური და ციფრული სტაბილიზაცია, გეოტეგინგი. წინა კამერა 1.3 მეგაპიქსელი.
  • სენსორები: გიროსკოპი, აქსელერომეტრი, ბარომეტრი, განათების და მიახლოების სენსორები, კომპასი, GPS/GLONASS
  • გაბარიტები: 137.9×69.2×8.6 მმ.
  • წონა: 130 გ.
  • აკუმულატორი: ჩაშენებული 2300 მა*სთ უკაბელო დამუხტვის სტანდარტით Qi
  • ფასი: $349/399 (16/32 გბ)

Nexus5_Front-Low

Nexus 5 с LTE-ს ორი მოდიფიკაცია
1). D820. ჩრდილოამერიკული:
GSM: 850/900/1800/1900 მჰც
CDMA: სიხშირეების დიაპაზონით: 0/1/10
WCDMA: სიხშირეების დიაპაზონით: 1/2/4/5/6/8/19
LTE: სიხშირეების დიაპაზონით: 1/2/4/5/17/19/25/26/41

2). D821. საერთაშორისო:
GSM: 850/900/1800/1900 მჰც
WCDMA: სიხშირეების დიაპაზონით: 1/2/4/5/6/8
LTE: სიხშირეების დიაპაზონით: 1/3/5/7/8/20

Nexus5_White

იმისთვის, რომ მივიღოთ LTE-ს მხარდაჭერა ევროპულ და აზიურ ქვეყნებში საჭირო იქნება ვერსია D821, რომელიც გაიყიდება ამ ქვეყნების PlayStore-ში ან საცალო გაყიდვების ქსელებში, მათ შორის საქართველოში LG-ის წარმომადგენელი სადისტრიბუციო კომპანიები შემოიტანს შესაბამის მოდელს.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=hQ0XTJqFLIE[/youtube]

Android 4.4

Обновление до Kit Kat получат Nexus 4, Nexus 7, Nexus 10, а также Samsung Galaxy S4 и HTC One, выпущенные совместно с Google (Google Play Edition). О Galaxy Nexus и Nexus 7 на Tegra 3 пока неизвестно ничего. Вероятно, обновления не будет.
Пока известно следующее:

განახლება Kit Kat-ზე ხელმისაწვდომი გახდება Nexus 4, Nexus 7, Nexus 10 და ასევე Samsugn Galaxy S4 და HTC One-ის Google Play გამოშვებებზე. Galaxy Nexus-ისა და და ძველი Nexus 7-ის შესახებ ჯერ არაფერი არ არის ცნობილი. შესაძლოა მათი განახლება არ გამოვიდეს

ოპტიმიზაცია:

მიუხედავდა იმისა, რომ Google-ს უნდა მომხმარებლების ყურადღება უფრო ახალ მოდელებზე გადაიტანოს ის აცხადებს, რომ Android KitKat უკვე შეიცავს უტილიტებს სისტემის და აპლიკაციების ოპტიმიზაციისთვის ნაკლებად მძლავრი მოწყობილობებსითვის. რაში გამოიხატება ეს? zRAM-ში სვოპის განთავსებით, Linux-ის KSM ბირთვების გამოყენებით? არა მხოლოდ ამით, იქ უფრო მეტია ამისთვის. ახალი API ActivityManage.isLowRamDevice() საშუალებას იძლევა დეველოპერებმა მოახდინონ თავიანთი პროგრამების ოპტიმიზაცია სხვა და სხვა ზომის ოპერატიულ მეხისერებასთან.

Chromium

Chromium გახდა სტანდარტული WebView-ის ძრავა Android-ში. რას გვაძლევს ეს? რა თქმა უნდა HTML5, CSS3-ის ფართო მხარდაჭერას, ასევე V8 ვირტუალური მანქანის სრულ სიმძლავრეს. Chromium WebView მხარს უჭერს დისტანციურ დებაგინგს კომპიუტერის საშუალებით, რაც დამაგიდე Chrome-დან საშუალებას მოგცემთ შექმნათ თქვენი პროექტი.

ბეჭდვა

როგორც იქნა Android-ში არის სრულყოფილი ბეჭდვის საშუალება. Google-მა წარმოადგინა API, რომელიც სხვა და სხვა პრინტერების მიერთების საშუალებას იძლევა. OEM-ებს ექნებათ ინსტრუმენტები შექმნან პლაგინები და  PlayStore-ში გამოაქვეყნონ თავიანთი პრინტერების მხარდაჭერისათვის, რომ არ იყოს კონკრეტული დრაივერებისთვის მწარმოებლის საიტზე ძებნა საჭირო.

მონაცემების გახსნისა და შენახვის ფრეიმვორკები

დაემატა საკმაოდ მძლავრი API პროგრამების ინტეგრაციისთვის სხვა და სხვა ტიპის ინფორმაციის საცავებთან სამუშაოდ. უნიფიცირებულია ლოკალურ და ღრუბლოვან საცავებთან მუშაობის მეთოდები. ღღუბლოვანი სერვისების დეველოპერებს შეუძლიათ შექმნან პლაგინები, რომლითაც სარგებლობა პრაქტიკულად ნებისმიერი აპლიკაციისთვის იქნება შესაძლებელი.

SMS პროვაიდერი

ახალი API საშუალებას აძლევს დეველოპერებს წვდომა მიიღონ SMS პროვაიდერთან და არ მოხდეს შეტყობინენებების დუბლირება მრავალ აპლიკაცეას შორის. ახლა უკვე ნებისმიერი აპლიკაცია შეძლებს მისთვის ან საერთო მოხმარების წერილების სრულ კონტროლს, რაც თავიდან აგვაცილებს ყველა პროგრამაში ერთი და იგივე მონაცემების განთავსებისგან.

სრულეკრანიანი რეჟიმი

დეველოპერებისთვის გამოვიდა სტანდარტიზებული API, რომელიც სრულად დამალავს ინტერფეისის ელემნტებს, მათ შორის შეტყობინებების პანელს და სენსორულ ღილაკებს, რომლებიც გამოიყენება Nexus მოწყობილობებში, პლანშეტებში და სხვა სმარტფონებში. სისტემურ გარემოში დაბრუნება ჟესტების საშუალებით იქნება შესაძლებელი.

რენდერსკრიპტი

გუგლის ველოსიპედი RenderScript რომელიც ჩაანაცვლებს OpenCL-ს უკვე საგრძნობლად გაუმჯობესდა, როგორც მწარმოებლურობაში ასევე მოხმარების სიამრტივეში. აპრატული აჩქარება რომელიც მხოლოდ Nexus 10-ში იყო ხელმისაწვდომი, იმუშავებს სხვა სმარტფონებში. ამის გარდა მისი გამოძახება შესაძლებელია პირდაპირ NDK-ში ახალი C++ API-ს საშუალებით, რაც მშობლიური აპლიკაციების რაოდენობის გაზრდა შეუწყობს ხელს.

უსაფრთხოება

მოდული SELinux გადართულია Permissive რეჟიმიდან Enforcing-ში, ამიტომაც პოლიტიკის დამრღვევი მოქმედებები ავტომატურად დაიბლოკება და არა უბრალოდ მოხვდება ჟურნალში. ამის გარდა გაუმჯობესდა კრიპტოგრაფიული ალგორითმები, რომლებიც მოწყობილობის დაშიფრვისას გამოიყენება. ასევე დაემატა ახალი ალგორითმი ECDSA. მრავალმომხმარებლიანი VPN-თვის ახლა უკვე გამოიყენება ერთმომხმარებლიანი რეჟიმი.