Solar Impulse 2 first flight Solar Impulse | Revillard | Rezo.ch

პირველი მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავი აფრინდება, შემოივლის მთელს მსოფლიოს და ისევ აბუ დაბიში დაბრუნდება, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქმა ოფიციალურად განაცხადა დღეს (25 სექტემბერი)

2015 წლის მარტში, პილოტები ბერნარდ პიკარდი და ანდრე ბორშბერგი გეგმავენ მთელი მსოფიოს შემოვლას Solar Impulse 2-ის მეშვეობით, ეს არის თვითმფრინავი, რომელიც საწვავის სახით მხოლოდ მზის ენერგიას იყენებს.

განცხადება გაკეთდა ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების სხდომაზე.

„ჩვენ აბუ დაბი ავირჩიეთ იმის გამო, რომ ვფიქრობთ, ის საუკეთესო ადგილია მსოფლიო მოგზაურობის საწყის და ბოლო წერტილისთვის, კლიმატის, ინფრასტრუქტურის და მათი შრომისათვის, რომელიც ჩადეს სუფთა ტექნოლოგიების განვითარებაში“, განაცხადა Solar Impulse-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა.

აბუ დაბის განახლებადი ენერგიის კომპანია Masdar დაეხმარება ქალაქს Solar Impulse-ის მოწყობაში მიმდინარე წლის იანვრიდან, სწორედ ამ დროიდან დაიწყებს გუნდი ისტორიული მოგზაურობისათვის თვითმფრინავის შემოწმებას.

2013 წელს, ბორშბერგმა და პიკარდმა ააფრინეს მზის ენერგიაზე მომუშავე Solar Impulse, კალიფორნიიდან ნიუ იორკამდე. თვითმფრინავი თავიდან ბოლომდე მზის ენერგიით იმუხტებოდა, მის ბორტზე განთავსებული იყო  ელემენტები, რომლებიც იტენებოდა მთელი დღის განმავლობაში შესაბამისად პილოტებს ჰქონდათ ღამით ფრენის საშუალება.

Solar Impulse 2 (SI2) ორიგინალი თვითმფრინავის განახლებული ვერსიაა, ფრთების ჩათვლით მისი ზომა 72 მეტრია – ბოინგ 747-ზე ფართო. SI2-ის ბორტზე 17,000 მზის ელემენტია განთავსებული, ეს კი მას საშუალებას აძლევს იფრინოს უსასრულოდ ნებისმიერი საწვავის გარეშე. თვითმფრინავი სულ რაღაც 2,300 კილოგრამს იწონის.

ბორშბერგმა და პიკარდმა ახალი თვითმფრინავის შესახებ აპრილში განუცხადეს საზოგადოებას, ხოლო ამ აპარატით პირველი სატესტო ფრენა ივნისში შედგა. შემდეგი წლის მარტში დაგეგმილი მსოფლიო ტური ითვალისწინებს 25 დღე ფრენას ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში. პილოტებს მოუწევთ თვითმფრინავის ბორტზე ცხოვრება 5-6 დღის განმავლობაში.

გუნდი ჯერ კიდევ აზუსტებს მოგზაურობის დეტალებს, თუმცა კომპანიამ განაცხადა, რომ გაჩერება იგეგმება აზიაში, ა.შ.შ-ში და სამხრეთ ევროპაში ან ჩრდილოეთ აფრიკაში 2015 წლის ივლისში აბუ დაბიში დაბრუნებამდე.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=oNMBPJpaimc[/youtube]

წყარო: LiveScience