Screen Shot 2014-09-20 at 2.03.24 AM

Angry Birds Space, IMDB, SpeedTest.net – აპლიკაციები Chrome-ში OS X Mavericks

თუ გახსოვთ ერთი კვირის წინ Google-მა დაიწყო Android აპლიკაციების გადმოტანა Chrome პლატფორმაზე, რომელიც მხოლოდ ზოგიერთი აპლიკაციისთვის და Chrome OS-ის მართვის ქვეშ მუშაობდა. დეველოპერმა რომელის სახელია Vladikoff  შეძლო ამ ლიმიტების გადალახვა. მან პირველ რიგში გაარკვია თუ როგორ უნდა ჩატვირთოს ნებისმიერი აპლიკაცია Chrome OS-ში და უფრო მეტიც, მან შეძლო ამის გაკეთება ნებისმიერ პლატფორმაზე სადაც Chrome მუშაობს. ახლა უკვე შესაძლებელია Android-ის აპლიკაციების გაშვება Windows, Mac და Linux სისტემებშიც.

ეს ჰაკერობა დამოკიდებულია Chrome-ის აპლიკაციების რანთაიმზე, რომელიც მზადდება Native Client-ის საშუალებით და Google-ის პროექტი საშუალებას იძლევა მშობლიური კოდი გაეშვას ბრაუზერის შიგნით. Native Client-ის გაფართოებები პლატფორმისგან დამოუკიდებელია და მთავარი ბარიარი არის, მხოლოდ ის რომ ARC Chrome Web Store არ არის ხელმისაწვდომი სამაგიდე ვერსიებში.