iPhone და iPhone Plus უკვე პროფესიონალებმა გაღუნეს

Samsung

ეს რამდენიმე დღეა მთელი ინტერნეტი აკლებულია iPhone-სა და iPhone 6 Plus-ის გაღუნვის დამადასტურებელი ვიდეოებით, თუმცა ეს ყველაფერი მეცნიერული და ტექნიკური მიდგომის გარეშე გაკეთდა. სიმართლის დასადგენად საჭიროა ლაბორატორიულ პირობებში კვლევების ჩატარება და Consumer Reports-ის გუნდმა გადაწყვიტა ობიექტური ტესტირება ჩაეტარებინა.


სტრესული ტესტირებისთვის Apple-ის ძველი პროდუქტების გარდა სხვა მწარმოებლების სმარტფონებიც იქნა შერჩეული. მათ შორის LG G3, Galaxy Note 3 და  HTC One (M8). ტესტი ყველა ტელეფონმა გაიარა და საკმაოდ წარმატებითაც. iPhone 6 Plus-ის გაღუნვა 90 ფუნტი ძალის გამოყენების შემდეგ დაიწყო და დაიშალა 110 ფუნტის დაწოლისას. აღმოჩნდა, რომ iPhone 6 Plus უფრო გამძლე აღმოჩნდა ვიდრე ტრადიციული iPhone 6 და HTC One, რაც მოულოდნელი იყო.

LG G3 და Samsung Galaxy Note 3 გაიღუნა და შემდგომში ადვილად დაუბრუნდა პირვანდელ სახეს. 130 ფუნტი ძალის გამოყენებისას G3-ის ქეისი დაიბზარა ხოლო 150 ფუნტი დაწოლისას Note 3-ის ეკრანი გატყდა და მან ფუნქციონირება შეწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ სერიოზული ზიანის მიყენების შემდეგაც ზოგიერთი სმარტფონი გამართულად მუშაობდა. ზოგიერთი ეკრანი ანათებდა და პასუხობდა შეხებაზე და ზარის განხორციელებაც იყო შესაძლებელი. ქვევით არის სურათები სადაც ნაჩვენებია ტესტში მონაწილე სმარტფონების მდგომარეობა მათზე ჩატარებული ექსპერიმენტების შემდეგ.

CRO_Electronics_Bent_Phones_Scattered_09-14

კორპუსის გახსნა

 დეფორმაცია  კორპუსთან დაშორება
HTC One (M8) 70 ფუნტი 90 ფუნტი
Apple iPhone 6 70 ფუნტი 100 ფუნტი
Apple iPhone 6 Plus 90 ფუნტი 110 ფუნტი
LG G3 130 ფუნტი 130 ფუნტი
Apple iPhone 5 130 ფუნტი 150 ფუნტი
Samsung Galaxy Note 3 150 ფუნტი 150 ფუნტი

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.