BitTorrent Bleep: უსაფრთხო მესინჯერი

Software

091614-bleep-blog-hero-1

მოქალაქეების პირადი კომუნიკაციების მიმართ სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან გაძლიერებული ინტერესი კიდევ უფრო ძლიერდება, რის გამოც ცალკეული დეველოპერები ახალ დაცულ მესინჯერებს ქმნიან. BitTorrent-ის გუნდმაც ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო ნაბიჯი გადადგა გასულ წელს. ახლა უკვე მათ წარმოადგინეს ახალი დაცული მესინჯერი BitTorrent Bleep.

დეველოპრერებს თუ დავუჯერებთ ის შიფრავს ყველა შეტყობინებას მომხმარებლიდან მომხმარებლამდე. თეორიულად მათი წაკითხვა მხოლოდ გამგზავნს და მიმღებს შეუძლიათ. არსებობს უამრავი დაშიფრული მესინჯერი, თუმცა მონაცემები მაინც კომპანიების სერვერებზე ინახება და სამწუხაროდ დაუშიფრავი სახით. Bleep-ის ქსელი უმთავრესად ეფუძნება BitTorrent პროტოკოლს, რომელიც დისტრიბუცილული ქსელის პრინციპებით მუშაობს და ნებისმიერი გადაცემული ინფორმაცია იშიფრება და ქსელის მონაწილეთა მდებარეობის და მეტაინფორმაციის შეგროვება “პრაქტიკულად შეუძლებელია”

bleep-screens-3

ამ დროისთვის Bleep ხელმისაწვდომია Windows 7, 8, Mac და Android პლატფორმებისთვის. iOS-ის ვერსია მზადების პროცესშია ფინალური ვერსიის გამოსვლამდე იქნება მზად.

ტექსტური შეტყობინებების გარდა Bleep-ის საშუალებით შეიძლება ხმოვანი ზარების განხორციელებაც. მიმდინარე ვერსია alpha სტადიაშია და სტაბილურობის თვალსაზრისით შესაძლოა გარკვეული პრობლემები აღმოაჩნდეს.

გადმოსაწერად ნახეთ BitTorrent-ის ოფიციალური ვებ-გვერდი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.