AndroidPixelSideBySide2

Google I/O-ზე კომპანიამ პირველად აჩვენა Chrome OS-ში Android-ის აპლიკაციების გაშვების შესაძლებლობა, რაც დღეს უკვე მომხმარებლებისთვისაც გახადა ხელმისაწვდომი. პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომი გახდა რამდენიმე აპლიკაცია, Duolingo, Evernote, Vine და Sight Words – რომლებიც თავის კატეკორიაში საკმაოდ პოპულარული პროდუქტებია.

პირველი Android-ის აპლიკაციები Chrome OS-ში გამოჩნდა იმიტომ, რომ Google-მა თავის ბეტა არხით ხელმისაწვდომი გახადა ახალი App Runtime რომელიც ღიაა აპლიკაციების დეველოპერებისთვის და მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში თვითონ გაუწევს დახმარებას პორტირების საკითხებში. ასევე შესაძლებელია Google-ს მოთხოვოთ თუ რომელი აპლიკაციის გადატანა გსურთ Chromebook-ში სპეციალური Google Docs-ის ფორმის საშუალებით.

წყარო: Google Chrome Blog