photoshoppixel
Project Photoshop Streaming
 ჯერ-ჯერობით ბეტა ტესტირების სტადიაშია და დასაწყისში ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ Creative Cloud-ის რჩეული მომხმარებლებისათვის. ორივე კომპანია პირობას იძლევა, რომ ფუნქციონალი იდენტური იქნება დესკტოპ ვერსიისა, მაგრამ სრულიად ღრუბლოვან სერვისზე იქნება დამოკიდებული. Photoshop-ის სტრიმინგ ვერსია ხელმისწვდმი იქნება Chrome-ის ბრაუზერში Windows მოწყობილობებზეც.

Photoshop-ის სტრიმინგ ვერსია შექმნილია სერვერებიდან სამუშაოდ, როგორც Google-ის ბლოგშია ნათქვამი “ყოველთვის ბოლო ვერსიამდე იქნება განახლები და მიიღებს Google Drive-თან სრულ ინტეგრაციას, ამიტომაც საჭირო არ იქნება ფაილის ლოკალურად ჩამოტვირთვა და შემდეგ ატვირთვა – უბრალოდ იმუშავეთ Photoshop-ში, რომელიც ღრუბლიდან ღრუბელში შეინახავს ნამუშევარს”

Chromebook-ები არის Google-ის მცირე, იაფფასიანი ლეპტოპები, რომლებიც Chrome OS-ზე მუშაობს და აქტიურად გამოიყენება სკოლებში მისი ფასისა და Google-ის ღრუბლოვანი სერვისების ხელმისაწვდომობის გამო.

პროგრამა თავიდან ხელმისაწვდომი იქნება Adobe Education პროგრამის წევრებისათვის არსებული Creative Cloud-ის ხელმოწერის საფუძველზე ჩრდილოეთ ამერიკაში. კვალიფიცირებული სტუდენტები და მასწავლებლებისთვის გაიხსნება აპლიკაციები თავიანთი ინსტიტუციების Adobe-ში რეგისტრაციისათვის.