Parrot-AR.Drone-2.0

თანამედროვე ტექნოლოგიების სასწაულების დახმარებით შენ შეგიძლია მშვიდად წამოწვე სავარძელზე და გახდე აგენტი. დაივიწყე ვარჯიში, ფიტნესი, სპეციალური უნარები. ახლა, იმისათვის, რომ გახდე აგენტი, გჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ამათგან ერთ-ერთი დრონი. მათი დახმარებით შენ შეგიძლია გაირბინო და დაათვალიერო სამეზობლო ან შენი შვილი გამოიჭირო არასაურველ ადგილას.

აჰ, ასევე, თუ გინდა დრონები შეგიძლია გამოიყენო ფილმის ან სურათის გადასაღებად, ჩაატარო კვლევა ან რამე, რასაც შენი გული ისურვებს.

 

DJI PHANTOM 2 VISION

DJI-Phantom-2-Vision

 

თუ უკვე გაქვს GoPro, მაშინ შეგიძლია იყიდო ორიგინალი Phantom-ი. მაგრამ თუ შენ გინდა კვადროკოპტერი, რომელსაც ჩაშენებული აქვს კამერა, მაშინ დაგჭირდება გაუმჯობესებული Phantom 2 ვერსია. აღჭურვილია 14მეგაპიქსელიანი კამერით, აქვს WiFi. მარტივად მუშაობს ნებისმიერ iOS ან Android მოწყობილობასთან. პირველ ვერსიასთან შედარებით, მეორეს წონა გაუმჯობესებულია, ანუ უფრო მსუბუქია. აქვს 5,200მა/სთ-იანი ბატარეა, ფრენა შეუძლია 25წუთის განმავლობაში. ეს დრონი დამწყებთათვის ყველაზე მარტივი მოსახმარია. ყიდვა

 

HUBSAN X4 H107C

Hubsan-X4-H107C

ამ დრონის კამერა არის ორი კატეგორიის: მარტივი და რთული. განსხვავება არის ფუნქციონალში. კამერა არის ფიქსირებული და არ მოძრაობს. თუმცა ყველაზე გამოუცდელ პილოტსაც კი შეუძლია ამ დრონს გააკეთებინოს სხვადასხვა ტრიუკები. ყიდვა

PARROT AR.DRONE 2.0 POWER EDITION

Parrot-AR-Drone-20-Power-Edition

2.0 Power Edition გაუმჯობესებული ვერსიაა ორიგინალი და სტარდარტული 2.0 ვერსიებისა. აქვს 1500მა/სთ-იანი ბატარეა, ფრენის დრო აქვს 20 წუთი, სურათებს იღებს 720პიქსელში და აქვს WiFi მხარდაჭრა. ყიდვა

3D ROBOTICS IRIS

3D-Robotics-Iris

ეს დრონი აღჭურვილია Pixhawk-ის ავტოპილოტის სისტემით, რომელიც საშუალებას გაძლევს დაგეგმო დრონის აფრენა და დაფრენა, განუსაზღვრო მისიები. თავად დრონს არ აქვს ჩაშენებული კამერა, მაგრამ შესაძლებელია კამერის მიმაგრება. ფრენა შეუძლია 10-დან 15წუთამდე, მაგრამ აპარატურული განახლება შესაძლებელია. ყიდვა

DJI SPREADING WINGS S1000

DJI-Spreading-Wings-S1000

თუ ფული გაქვს და არ იცი სად დახარჯო, S1000 დაგეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში. ის ღირს დაახლოებით 4000$. ფასი განპირობებულია დრონის წონით. ის არის ძალიან მსუბუქი და ამასთანავე, შეუძლია მძიმე კამერის ტარება. მიმაგრებული კამერა მარტივად მართვადია. S1000 არის ძლიერი და სტაბილური, როგორც ჩაფიქრებული იყო. ამასთანავე, ის ფურფუშებიანია :დ ყიდვა

SKYBOTIX COAX AUTONOMOUS UAV MICRO HELICOPTER

Skybotix-CoaX-Autonomous-UAV-Micro-Helicopter

ეს დრონი არის პატარა, სუპერ ინტელიგენტი კომპიუტერი, რომელმაც იცის როგორ იფრინოს ქარიან ამინდში, როგორც ფოთოლმა. ამი წაკითხვა თუ არ შეგაშინებს, მისი ფასი დაახლოებით 5000$-ია. მას აქვს ორი კამერა, WiFi, Linux-ზე დაფუძნებული Gumstix Overo მიკროკომპიუტერული სისტემა, რომელსაც შეუძლია ჩაიტვირთოს კომპიუტერული პროგრამებით. აქვს წნევის სენსორი და ოთხი სონარი. ყიდვა

ZIPHIUS

ZIPHIUS

ღრუბლებში ფრენა საგმირო საქმეა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მსოფლიოს დიდი ნაწილი წყალს უკავია. წყალქვეშა სამყაროს გამოსაკვლევად გამოგვადგება დრონი Ziphius-ი. მას შეუძლია გაიაროს წამში 6 მილი, გადაიღოს ვიდეოები და სურათები 720პიქსელში. ის კონტროლირდება აპლიკაციით შენს ტელეფონში ან ტაბლეტში. რაც საინტერესოა, მას ზურგზე აქვს თეფში, რომელიც შეგიძლია გამოიყენო სხვადასხვა ფუნქციით. მაგალითად, დაუმაგრო მეორე კამერა მეორე ვიდეოს გადასაღებად ან დააკავებინო შენი ლუდი. ყიდვა