fbi-concern

FBI-ის დირექტორი ჯეიმს კომეი გამოხატავს ღრმა აღშფოთებას ახალი დაშიფრვის ტექნოლოგიების დანერგვით, რომლებიც iOS 8  და Android L საოპერაციო სისტემებში არის ჩაშენებული. ახალი მეთოდები ითვალისწინებს ინფორმაციის დაცვას და ასევე იცავს მწარმებელ კომპანიებს უხერხული მდგომარეობისგან, როცა მთავრობა აიძულებს მათ წვდომა მიიღონ მომხმარებლის მონაცემებზე. კომეი ამბობს, რომ ამ სვლით კომპანიები ხელს უშლიან დანაშაულის გამოვლენასა და პრევენციას.

რთულია არ დაეთანხმო კომეის იმაში, რომ როცა საქმე ეხება ადამიანის გატაცებას ან უფრო მძიმე დანაშაულს, მობილური მოწყობილობის კომპანიის მხრიდან განშიფრვა ხშირ შემთვევაში აუცილებელია დანაშაულის გახსნისათვის.

მე ვფიქრობ, რომ საჭიროა დამოუკიდებელი მოსამართლის მერ გაცემული ორდერი, რის გარეშეც ჩვენ არ გვაქვს უფლება ვინმეს პირადი ინფორმაცია მოვიღოთ. ის, რომ ვინმემ შეიძლება ვინმემ გაყიდოს მოწყობილობები, რომლიდანაც ინფორმაციას ვერავინ ამოღებს თუნდაც, როცა საქმე ეხება ბავშვის გამტაცებელს – ჩემთვის ეს მიუღებელია.

ძალიან რთული სამართლებრივი საკითხები დგება დღის წესრიგში, როცა კომპანიები მონაცემების დაშიფრვის გასაღებებს მხოლოდ მომხმარებელს უტოვებენ და თვითონ არ აქვთ სათადარიგო წყვილი. კომეი ამბობს, რომ Apple და Google თავიანთ ახალ სტანდარტებს ამყარებენ, რითაც ხალხი კანონზე მაღლა დგება:

Google ყიდის თავის Android-ს იგივე მოწოდებით, რომ თუნდაც სამართლებრივი პროცესი ვერ შეძლებს მასზე წვდომის მიღებას.

რა არგუმენტი შეიძლება მოვიყვანოთ კომეის საწინააღმდეგოდ? არის ტუ არ აწიკთელი ხაზები იქ სადაც პიროვნების პრივატულობა იწყება? აქვს თუ არა სასამართლოს უფლება ჩაერიოს ადამიანის პირად ცხოვრებაში? ჩემი აზრით ადამიანი თავისუფალია და კანონი, რომელიც ვინმეს აიძულებს ჩაერიოს პირად ცხოვრებაში არასწორია ისევე, როგორც ბავშვის გატაცება. რამდენად  გაიზრდება დანაშაული ან შემცირდა იმის მერე რაც სამართალდამცავებს შეუძლიათ პირად ინფორმაციაზე მიიღონ კანონიერი თუ უკანონო წვდომა? ჩემი აზრით პირად მონაცემებზე უკანონო წვდომა, თვალთვალი და შემდგომში შანტაჟი უფრო მეტად ხორციელდება ვიდრე ადამიანების გატაცება და მთავრობას უფრო მეტი ინსტრუმენტი გააჩნია თუნდაც ტექნიკური თვალსაზრისით, რომ პირადი მონაცემების დაშიფრვა დიდი ვერაფერი უსაფრთხოებაა, როცა საუბარია დიდი მასშტაბის ქსელებზე და კავშირგაბმულობის ოპერატორებზე.