Indian-

ინდურმა ზონდმა Mangalyaan (ინგლისურად Mars-craft) წარმოადგინა მარსის პირველი ფოტო. ამის შესახებ იტყობინებიან მისსის Twitter-ის გვერდზე. აპარატი ტექნოლოგიის ტესტირებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც შორ კოსმოსურ ობიექტებამდე ფრენებისთვისაა შექმნილი: ინდოელების მთავარ ინტერესს წარმოადგენს კოსმოსური აპარატების მანევრირების მართვა შორ მანძილებზე. სულ ცოტა ხნით ადრე ამერიკულმა MAVEN (Mas Atmosphere and Volatile Evolution) წარმოადგინა წითელი პლანეტის თავისი პირველი სურათები.

მარსის კვლევა ინდოელებისთვის მეორად მიზანს წარმოადგენს. ამის მიუხედავად აპარატზე დამონტაჟებულია კამერები, რომელიც იძლევა პლანეტის და მისი ატმოსფეროს სურათების მიღებას, ასევე სპექტრომეტრი და ნაწილაკების ანალიზატორი ატმოსფეროს მაღალი ფენებისთვის.

მისია Mangalyaan ხორციელდება ინდოეთის კოსმოსური კვლევების ორგანიზაციის მხარდაჭერით. მათ პირველ ცდაზე მოახერხეს მარსე აპარატის წარმატებული გაშვება – ასეთი ტიპის სახელმწიფოებისთვის, ეს საუკეთესო მაჩვენებელია. შესაბამისად, ინდოეთი გაუთანაბრდა რუსეთს, ამერიკას და ევროკავშირს – რომლებმაც ასევე წარმატებით გაუშვეს აპარატი წითელ პლანეტაზე – ამით მათ გაუსწრეს ჩინეთსაც.

mars-main

Mangaylaan კოსმოსში 2013 წლის 5 ნოემბერს გაუშვეს შრიხარიკოტის კოსმოდრომიდან PSLV რაკეტა მატარებლის მეშვეობით. 2014 წლის 24 სექტემბერს ზონდი გავიდა მარსის ორბიტაზე. ყველა სამუშაო – Mangalyaan-ის შექმნიდან მის გაშვებამდე – ქვეყანამ საკუთარი ძალებით შეასრულა.

Mangalyaan-ის ღირებულება ამდაგვარი მოწყობილობებისთვის რეკორდულად დაბალია: ფასი არ აღემატება 80 მილიონ დოლარს. შედარებისთვის ამერიკული აპარატი MAVEN დაახლოებით 700 მილიონი დოლარი დაჯდა, თუმცა ის განკუთვნილია უფრო რთული დავალებების შესასრულებლად.

წყარო: indianexpress