holometer-s_0

მეცნიერები „ფერმილაბ“-დან ა.შ.შ-ში პროექტ Holometer-ის ფარგლებში, ეძებენ სივრცის ჰოლოგრამულ ფლუქტუაციებს,  ლაბორატორიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მათ უკვე დაიწყეს პირველი მონაცემების შეგროვება. ეს კვლევები მეცნიერებს საშუალებას მისცემს შეამოწმონ რიგი კონცეფციები სამყაროს მოწყობის შესახებ.

ფიზიკის თანამედროვე თეორიები ვარაუდობენ დამატებითი განზომილებების არსებობას. ასეთი მოედელების თანახმად, ოთხგანზომილებიანი სივრცე-დრო შესაძლოა უფრო დიდი მაშტაბის სივრცის ნაწილი იყოს. მაგალითად, ფურცელი ჩანს ბრტყელი, თუმცა მას გააჩნია გარკვეული სისქე და სწორედ ამიტომ, მკაცრი გაგებით, ის წარმოადგენს სამგანზომილებიან ობიექტს.

ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერები აპირებენ ჩვენი სივრცის კვანტური ფლუქტუაციების შემოწმებას იმ დაშვებით, რომ ის არსებობს უფრო დიდი გაფართოების სივრცეში. იგივე ფურცლის მსგავსად, რომლის სისქეც სიგრძე და სიგანეზე გაცილებით ნაკლებია, დამატებითი განზომილების წრფივი ზომების შედარება შეიძლება პლანკის სიგრძის მაშტაბთან, რომელიც წყალბადის ატომის დიამეტრზე 25 რიგით ნაკლებია (ათი ტრილიონი ტრილიონ-ჯერ).

ითვლება, რომ ასეთ მაშტაბებზე, მუშაობს კვანტური მექანიკის კანონები, ხოლო კლასიკური ფიზიკა არ მუშაობს.

პროექტ Holometer-ის დანადგარი მოიცავს ორ ინტერფერომეტრს, რომლებიც მოთავსებულია დაახლოებით 40 მეტრი სიგრძის და 0,15 მეტრი სისქის რკინის მილებში. ლაზერებისგან შემდგარი ოპტიკური სისტემა ქმნის დაახლოებით ერთი კილოვატი სიმძლავრის სხივს (რაც 200 ათასი ლაზერული პოინტერის გამოსხივების ექვივალენტურია), რომელიც გაიტყორცნება შუქგამყოფზე (Beamsplitter). გამოსხივებიდან მიღებული მონაცემების ანალიზი, რომელიც შუქგამყოფიდან მოდის, მეცნიერებს საშუალებას მისცემს გააკეთონ დასკვნები სივრცის რხევების შესახებ.

ექსპერიმენტის ძირიტადი სიძნელე მდგომარეობს ფონური გამოსხივების თავიდან აცილებაში, რადგან მცირე ზეგავლენამაც კი ასეთ პატარა მაშტაბებში შესაძლოა დაკვირვების შედეგები საფუძვლიანად შეცვალოს.

ფართო გაგებით, ფიზიკოსები სივრცული ფლუქტუაციების აღმოჩენის გარდა, შეამოწმებენ ჰოლოგრამულ პრინციპს, რომელიც 1993 წელს ჰოლანდიელმა ფიზიკოს-თეორიტიკოსმა ჰერარდ ჰუფტმა შემოგვთავაზა.

ამ თეორიის შინაარსი ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ინფორმაცია ობიექტის შესახებ შესაძლოა მივიღოთ მისი საზღვრების ანალიზით. მაგალთად ბურთის შესახებ ინფორმაცია (ორგანზომილებიანი, სამ განზომილებაში) ხელმისაწვდომია მის საზღვარზე (ორგანზომილებიან სფეროზე, რომლის მდგომარეობაც განისაზღვრება ორი პარამეტრით: გრძედით და განედით), ხოლო თვითონ ბურთი ამ დროს გარე დამკვირვებლისთვის სამ განზომილებაშია.

წყარო: symmetrymagazine