NASA განაცხადა, რომ გეგმავს ორბიტაზე ექვსი დანადგარის გაშვებას, რომლებიც მოახდენენ დედამიწის ზედაპირის რეგულარულ მონიტორინგს. ეს ფაქტი ნიშნავს პლანეტის კოსმოსური დაკვირვებების ახალ ერაში გადასვლას.

NASA

აღნიშნულ მოწყობილობებს ამერიკელები XXI საუკუნის მეორე დეკადის დასრულებამდე გაუშვებენ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. ექსპერტების თქმით, მათზე განთავსებული იქნება ყველაზე თანამედროვე აპარატურა. მეცნიერების აზრით, სადგურის ორბიტის ადგილმდებარეობა, პლანეტაზე დაკვირვებისას დიდ უპირატესობებს იძლევა.

პირველი დანადგარი ISS-RapidScat, საერთაშორისო სადგურზე გაიგზავნება კერძო კომპანია SpaceX-ის დახმარებით 2014 წლის 19 სექტემბრამდე. დეტექტორის დამონტაჟება იგეგმება სადგურის გარე ზედაპირზე. მის დანიშნულებას კი წარმოადგენს ოკეანის ქარების დაკვირვება, ასევე ამინდის და ქარიშხლების წინასწარმეტყველება. ISS-RapidScat აგებულია პასადენაში რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიაში (კალიფორნიის შტატი).

რაც შეეხება მეორე მოწყობილობას, მისი სახელია CATS (Cloud-Aerosol Transport System) და წარმოადგენს ლაზერულ ინსტრუმენტს, რომლის დანიშნულებაც ღრუბლების დაკვირვება, მათში აეროზოლების, კვამლის, მტვერის და დაბინძურებული ნაწილაკების გაზომვაა.

ეს მონაცემები აუცილებელია იმის დასადგენად, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანი (პირველ რიგში ნახშიწყალბადების დაწვით) გარემოზე. აღნიშნულ აპარატს ორბიტაზე არსებული ინფორმაციით ისევ კომპანია SpaceX 2014 წლის დეკემბერში გაგზავნის. CATS აშენდა გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრში, გრინბელტში (მერილენდის შტატი).

ISS-RapidScat და CATS-ის ორბიტაზე გაშვებით, ასევე Orbiting Carbon Observatory-2-თან ერთად, რომელიც 2014 წლის ივლისში გაეშვა და მისი მიზანი პლანეტის ატმოსფეროში ნახშირბადის შესწავლაა, 2014 წელი გახდა NASA Earth-თვის ბოლო ათწლეულში ყველაზე დაძაბული და დატვირთული

შემდეგი ორი დანადგარის გაშვებას სააგენტო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2016 წლისთვის გეგმავს. მათგან ერთ-ერთი SAGE III (Stratospheric Aerosol and Gas Experiment III), გაზომავს აეროზოლებს, ოზონს, წყლის ორთქლს და სხვა შენაერთების კონცენტრაციას ატმოსფეროს მაღალ ფენებში. ეს აუცილებელია გლობალური დათბობის პროცესების სამართავად.

მოწყობილობა SAGE III შემუშავებულია ჰემპტონში NASA-ის ლენგლის კვლევით ცენტრში, ხოლო უკვე მისი აწყობა უზრუნველყო კომპანია Ball Aerospace.

რაც შეეხება მეორე მოწყობილობას, რომელსაც ორბიტაზე ასევე 2016 წელს გაიყვანენ, ის წარმოადგენს სენსორს, LIS  (Lightning Imaging Sensor), მისი დანიშნულება ელვის კოორდინატების დადგენაა, დედამიწის შუა და ტროპიკულ განედებზე. მოწყობილობას ექნება მუდმივი კავშირი დედამიწასთან მისი სამუშაოების კოორდინაციისთვის.

მეხუთე მოწყობილობის სახელია GEDI (Global Ecosystem Dynamics Investigation), ეს ლაზერი მოახდენს ტყეების კვლევას და უზრუნველყოფს მათში ნახშირბადის ბალანსის მონიტორინგს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ იმისთვის, რომ ლაზერმა გამართულად იმუშაოს დიდი რაოდენობით ენერგია იქნება საჭირო. GEDI-ის პროექტირება მერილენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მოახდინეს.

მეექვსე მოწყობილობა — ECOSTRESS (ECOsystem Spaceborne Thermal Radiometer Experiment on Space Station) —წარმოადგენს თერმული გამოსახულების სპექტრომეტრს. მოწობილობის მიზანია ბუნებაში წყლის კონდენსაციის პროცესების დაკვირვება. აღნიშნული მოწყობილობა შექმნეს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიაში.