გაიცანით Nixie :))
Nixie არის აქსესუარული კამერა, რომელიც შეგიძლია ატარო როგორც სამაჯური. მაგრამ განსხვავებით ფართოდ გავრცელებული სამაჯურებისა, Nixie-ს შეუძლია აფრინდეს შენი მაჯიდან და გადაიქცეს დისტანციურად მართვად მოწყობილობად. ის არის მომხიბვლელი კამერა დრონი.

nixie-selfie-drone-wrist

Intel-ი მართავს კონკურსს, რათა წაახალისოს აქსესუარული ტექნოლოგიების იდეები. Nixie ამ კონკურსის ერთ-ერთი ფინალისტია. ჯგუფის ლიდერს, Christoph Kohstall-ს სურს, მომხმარებელს ჰქონდეს შესაძლებლობა Nixie გააგზავნოს საფრენად ჟესტებით. ის ამოიცნობს სად დგახარ, გადაგიღებს სურათს და დაგიბრუნდება მაჯაზე. სავარაუდოდ, ხალხმრავალ ადგილას Nixie-ს გაუჭირდება ამოგიცნოს, რომელი მათგანი ხარ შენ. ჯგუფს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო.