2011 წელს, აღმოსავლეთ იაპონიაში ცუნამის შედეგად გარდაიცვალა 21 000 ადამიანი. მას შემდეგ, იაპონიის მთავრობა და მოქალაქეები მეტად კონცენტრირებულნი არიან ბუნებრივ კატასტროფებზე. კომპანია Cosmo Power-მა წარმოგვიდინა გამოსავალი თუ როგორ დავიცვათ ადამიანები ქარიშხლისა და ზღვის მიმოქცევისგან: მრგვალი კაპსულა, რომელიც დამზადებულია ბოჭკოვანი შუშისგან და ცნობილია სახელით “ნოე”.

noah01

ის გამოიყურება, როგორც ტენისის დიდი ბურთი. კაფსულა არის 1,2 მეტრი დიამეტრის და იტევს ოთხ ადამიანს. მას შეუძლია იტივტივოს წყალზე. აქვს ფანჯარა და პატარა ხვრელები თავზე, რომელიც აუცილებელია ჰაერის შესასვლელად.

noah03

პროდუქტი ვითარდებოდა ოთხი წლის განმავლობაში, თუმცა დღემდე ის იაპონურ ბაზარზე არ მოიპოვებოდა. Cosmo Power-ის განცხადებით, მათ უკვე ბევრი შეკვეთა მიიღეს. ნოეს კაფსულის ღირებულებაა 7,500$-ის ეკვივალენტური.

ამასთანავე, როდესაც კაფსულა გამოყენებაში არ არის, ის შეგვიძლია ვიხმაროთ, როგორც სათამაშო სახლი ბავშვებისთვის :დ