Samsung Galaxy Note 4-ის ზოგიერთ ეგზემპლარს უხარისხო კორპუსი აქვს

Samsung

gsmarena_001

Galaxy Note 4  უკვე ხელმისაწვდომია ზოგიერთ ქვეყანაში და მწარმოებლემა სპეციალურადაც დათქმულზე ადრე დაიწყო გაყიდვები იმისთვის, რომ Apple-ის ფლაგმანებს გაუწიოს კონკურენცია თანაბარ პირობებში. მართალია სურვილი სხვებზე ადრე დაიწყო გაყიდვა კარგია, მაგრამ ამან შესაძლოა მოწყობილობების ხარისხზე იმოქმედოს. თუ Apple-ის აპარატი მოსალოდნელზე უფრო რბილია, Samsung-ის ფაბლეტს არც ისე სახარბიელო აწყობის ხარისხი აღმოაჩნდა.

მთელი რიგი მომხმარებლების ინფორმაციით სამხრეთ კორეაში Note 4-ის პირველ პარტიებში შეიძლება იყოს ღრმულები კორპუსის ჩარჩოსა და ეკრანს შორის და ეს უბრალოდ წამოწეული ადგილები არ არის, სინამდვილეში ასეთ ღრიჭოში ქაღალდის 2 ფურცელიც კი გაძვრება და ზოგიერთი პლასტიკური ბარათი. მწარმოებელს საპასუხო განცხადებები არ გაუკეთებია, თუმცა თუ კიდევ დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევები ეს ნეგატიურად აისახება სმარტფონის გაყიდვებზე სხვა ქვეყნებში.

ერთადერტ, რაც მიმდინარე სიტუაციაში შეიძლება ვურჩიოთ მყიდველებს არის, რომ ყურადღებით დაათვალიერონ სმარტფონის კირპუსი ყიდვისას. არანაირი პრობლემა არ არის ყუთის გახსნა და საკუთარი თვალით კორპუსის ყველა დეტალის შემოწმება დეფექტებზე.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.