Crescent-Bay-Front-on-Light.0

Oculus-მა დაანონსა ახალი პროტოტიპი Crescent Bay, რომელიც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მისი ვირტუალური რელაობის ჩაფხუტის სამაომხმარებლო ვერსიის განვითარებაში. “ეს გიგანტური ნაბიჯია DK1 და DK2-ის შემდეგ”, თქვა Oculus-ის CEO ბრენდან ირბიმ. ახალი ჰედსეტი შეძლებს 360 გრადუსზე მუშაობას, რაც მომხმარებელს დამატებით თავისუფლებას მისცემს გაჯეტით სარგებლობისას. საგრძნობლად შემცირდა წონა და მას ინტეგრირებული ყურსასმენებიც ექნება. 3D აუდიო ჯერ-ჯერობით არ არის Oculus-ის დაინტერესებაში, რაც აუცილებელია უფრო მეტი ვირტუალური რეალობის ეფექტის მოხდენისათვის.

Crescent-Bay-Rear-Pers-on-Light.0

ახალი პროტოტიპის რეალურად მოსინჯვა შესაძლებელია იქნება Oculus Connect-ზე და მალე შესაძლებელი იქნება უფრო მეტი გავიგოთ ამ შესანიშნავი გაჯეტის შესახებ. “შესაძლებელი იქნება წარმოუდგენელი ახალი სამყაროების შექმნა” ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი – “და ეს მხოლოდ დასაწყისია”

წყარო: TheVerge