Oculus Rift-ის საცალო ფასი შედარებით იაფი იქნება და დასრულდება დრო როცა ის ელიტარული პროდუქტი იყო. დაფიქრდით რათ უნდა მსოფლიოს ყველაზე მასიურ სოციალურ ქსელს, რომელსაც უნდა ვირტუალურ კონტენტზე გადასვლა პროდუქტი შეზღუდული აუდიტორიისთვის? გასხვავებით Google Glass-გან, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გახდა ყველასთვის ხელმისაწვდომი. კომპანიის დამფუძნებლის ხედვა სწორედ იმას ამტკიცებს, რომ ძალიან მალე ეს გაჯეტი ბევრისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

Eurogamer-თან მიცემულ ინტერვიუში მიტჩელი ამბობს, რომ მისი კომპანიის გეგმებშია Rift-ის 200 – 400 დოლარიანი გაყიდვების დიაპაზონში მოთავსება. ანუ დიაპაზონი გულისხმობს იმას, რომ კონკურენტების ფასებთან მიმართებაში შესაძლოა 200 დოლარადაც გაიყიდოს, თუმცა 400 დოლარიც არ არის უაზროდ ნახსენები. მენეჯერმა თქვა, რომ Oculus-ის მიზანია ეს სათვალეები მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

რა თქმა უნდა კომპანიას არ შეუძლია ბაზარზე პროდუქტის დასაშვები მაქსიმალური რაოდენობა გამოიტანოს – მისი ლოგიკა წაროების მოგებას ეყრდნობა და მის თანახმად საწყობებში საქონლის დატოვება ნამდვილად არ იქნება კარგი. მიტჩელის სიტყვებით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება წარმოების მაშტაბებზე, წინასწარ შეკვეთებზე და კომპონენტებზე და მოლაპარაკებების შედეგებზე.

იმედია Oculus-ის პოლიტიკას Sony-ც გაითვალისწინებს, თუმცა ამის მოლოდინი უფრო ნაკლებია. სათვალეები Morpheus იქმენბა, როგორც ახალი თაობის სათამაშო კონსოლების აქსეუარი და მსგავს გაჯეტებში კონსოლების მომხმარებლები მიჩვეული არიან მეტი თანხის გადახდას ვიდრე პერსონალური კომპიუტერის მომხმარებლები თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კონსოლის შემთხვევაში თავსებაოდბის პრობელემა პრაქტიკულად არ არსებობს.

გამოყენებული მასალები: EurogamerAttack of the Fanboy