Qualcomm Chips

როცა საუბარია, სმარტფონების მოპარვის წინააღმდეგ მიმართულ ზომებზე, მთავარია დავიცვათ მასში ჩაწერილი ინფორმაცია და შეუძლებელი გახდეს მოწყობილობით არალეგალურად სარგებლობა. ასევე შეუძლებელი უნდა გახდეს ტელეფონის წაშლა მისი შემდგომში ონლაინ გაყიდვისთვის. Qualcomm-მა წარმოადგინა აპარატული kill switch ტექნოლოგია, რომელიც მოპარულ ან დაკარგულ მოწყობილობას უსარგებლოდ გადააქცევს.

აპარატული kill switch არის კომპანიის მზადება კალიფორნიაში მიღებული კანონისთვის, რომელიც იქ გაყიდულ ტელეფონებზე ვრცელდება და 2015 წლის ივლისიდან ამოქმედდება. ახალ Snapdragon პროცესორში იქნება აპარატული კომპონენტი, რომლის გამორთვაც აპარატული kill switch-ით იქნება შესაძლებელი.

ტექნოლოგიას ქვია Qualcomm SafeSwitch და ის მომხამრებელს ტელეფონის აღდგენის საშუალებას მისცემს პოვნის ან დაბრუნების შემთხვევაში. kill switch-ის ვერიფიკაცია ხდება პროცესორის მიერ და შემთხვევით აქტივაციას და გახსნას გამორცხავს. Qualcomm ამბობს, რომ დაბლოკილ მოწყობილობაზე შეუძლებელი იქნება ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ჩაწერა (თავიდან დაფლეშვა).

მომავალი წლიდან გამოშვებულ ზოგიერთ სმარტფონს უკვე ექნება ეს ტექნოლოგია და ზოგიერთი ძველი მოდელიც მიიღებს ამ განახლებას, თუმცა ჯერ უცნობია თუ რომელ პროცესორებში არის შესაძლებელი მსგავსი ფუნქციონალის ამოქმედება დღეისათვის.