Thom_Yorke

ტომ იორკის პირველი სოლო ალბომია “The Eraser”, რომელიც 2006 წელს გამოუშვა. რვა წლის შემდეგ კი მან გამოსცა ახალი ალბომი სახელწოდებით “Tomorrow’s Modern Boxes” და მოგვაწოდა არასტანდარტული გზით.

ალბომი გადმოსაწერად ხელმისაწვდომია BitTorrent-ზე და მისი ფასია 6$. მომხმარებლებისთვის ალბომის პირველი სინგლის “Brain in a Bottle” აუდიო და ვიდეო ვერსია უფასოა.

ხელოვანები, რომლებიც თანამშრომლობენ BitTorrent-თან იღებენ თანხის 90%-ს, BitTorrent კი – 10%-ს.

პროექტი BitTorrent Bundles ერთი წელია რაც ხორციელდება. უკვე განხორციელდა 120 მილიონი გადმოწერა 11 ათასი შემსრულებლის ნამუშევრების.