უფრო დიდი, უფრო მძლავრი და უფრო მკვეთრი ვიდრე Galaxy S5, Galaxy Note 4 (და მისი ალტერნატივა Galaxy Note Edge) არ არღვევს ტრადიციას და ყოველთვის ხდებაწლის ყველაზე hi-end გაჯეტი. მას აქვს 5,7 დიუმიანი 1440p ეკრანი, ოთხბირთვიანი Snapdragon 805 ჩიპსეტი (რვაბირთვიანი ზოგიერთ ბაზარზე).

მართლაც მოულოდნელი იყო, რომ Samsung-მა არ გაზარდა ზომაში ახალი Note და ეს კარგიცაა, 5.7 დიუმი იდეალურია, როგორც სანახავად ასევე მის ეკრანზე საწერად. მისი ჯიბეში მოთავსებაც არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, რაც ხშირად  6 დიუმზე დიდი სმარტფონების შემთხვევაშ იჩენს თავს.

OLYMPUS DIGITAL CAMERA

Note 3-თან შედარებით ის გაცილებით უკეთესად გამოიყურება და აწყობის ხარისხიც გაუმჯობესდა წინა მოდელებთან შედარებით. Note 4-ში არის გულის ცემის მონიტორი და თითის ანაბეჭდების სკანერი. უკანა პანელს თუ მოხსნით იქ დაგხვდებათ microSD ბარათების სლოტი. რა თქმა უნდა ცუდია, რომ Galaxy S5-გან განსხვავებით მას არ აქვს წყლისგან დაცვა.

რაც ყველაზე მთავარია, გაჯეტს აქვს პირველად Samsung-ის ისტორიაში Super AMOLED ეკრანი quad HD გარჩევადობით, რაც 2560 x 1440 პიქსელია (4-ჯერ მეტი ვიდრე HD), შესაბამისად გაიზარდა წერტილების რაოდენობაც დიუმზე.

S-Pen სტილუსი დიდად არ შეცვლია, თუმცა არის განახლებებიც, როგორც Samsung ამბობს ის უფრო სენსიტიურია ვიდრე წინა ვერსიები და უფრო კარგად აღიქვამს ხელწერას. წინა ვერსიებში S-Pen ნორმალურად ფუნქციონირებდა, მაგრამ ნამდვილად ვერ შეცვლიდა ჩვეულებრივ ფანქარსა და ქაღალდს იმედია ახალი ამას მოახერხებს.

OLYMPUS DIGITAL CAMERA

რაც შეეხება პროგრამულ უზრუნველყოფას Note 4-ის საოპერაციოს სისტემა არის ისევ Android 4.4 KitKat და TouchWiz-ის იგივე ვერსია რაც Galaxy S5-ში არის და დამატებულია მხოლოდ S-Pen-ის შესაძლებლობები. მოსალოდნელია, რომ ზოგიერთი ოპერატორი თავის აპლიკაციებსაც დაამატებს პროგრამების სახით.

Note 4-ის კამერა იგივეა რაც Galaxy S5-ის 16 მეგაპიქსელიანი სენსორი და დამატებული აქვს ოპტიკური სტაბილიზაცია, რაც მდგრად სურათებს გვაძლევს ფაბლეტით ფოტოგრაფირებისას.

OLYMPUS DIGITAL CAMERA

სიახლეა წინა კამერაშიც, რომელიც 3,7 მეგაპიქსელამდე გაიზარდა და მისი ხედვის კუთხე საგრძნობლად გაფართოვდა, რაც სელფების გადაღების მოყარულებზეა გათვლილი, ასევე გაუმჯობესდა სუსტი განათების პირობებში გადაღების რეჟიმიც. საინტერესოა ისიც, რომ თქვენ შეგიძლიათ სლეფის გადაღება უკანა კამერითაც, ამისთვის საკმარისია გულის ცემის მონიტორზე დააკაკუნოთ.

ნებისმიერი თანამედროვე სმარტფონის ყველაზე სუსტი წერტილია აკუმულატორი. 3220 მა/სთ ბატარეა მართლაც პატარაა იმ მონსტრისთვის რასაც Note 4-ის ეკრანი წარმოადგენს, თუმცა Samsung-მა შეიმუშავა ენერგიის დაზოგვის რეჟიმები და Galaxy S5-ის Ultra Power Saving რეჟიმი აქაც გადმოიტანა, რაც 24 საათით მეტ დროს გვაძლევს აკუმულატორის 10%-იან მუხტზე. აღსანიშნავია ისც, რომ Galaxy Note 4-ის ნახევრამდე დამუხტვას 1,5 საათზე მეტი არ დაჭირდება.

კარგი მაჩვნებელები აქვს Note 4-ის 2,7 გიგაჰერციან Qualcomm Snapdragon 805 პროცესორს და ის გაცილებით უკეთესია ვიდრე S5-ის 801 სერიის ჩიპი. ზოგიერთ ბაზარზე გამოვა 8-ბირთვიანი ვერსიებიც, რომელიც ორი 1,9 GHz და 1,3 GHz ოთხ-ბირთვიანი პროცესორეით იქნება აწყობილი.

სმარტფონს აქვს ყველანაირი LTE ქსელების მხარდაჭერა და რა თქმა უნდა 32 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება რომლის 64 გიგაბაიტამდე გაზრდა microSD ბარათებით არის შესაძლებელი. არ შეცვლილა ოპერატიული მეხსიერება და ის ისევ 3 გიგაბაიტია, რაც სრულიად საკამარისია ამ კლასის მოწყობილობისათვის.

გამოყენებული მასალები Engadget, Cnet