Eric Potma

ქიმიკოსებმა ა.შ.შ და ფინლანდიიდან პირველად შეძლეს რეალურ დროში მოლეკულების რხევის დაფიქსირება. მეცნიერების სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Photonics-ში.

1980 წლიდან მეცნიერებს მოლეკულების ნხოლოედ ერთეული გამოსახულების ჩვენება შეეძლოთ. ახლა ქიმიკოსებმა მოლეკულის უწყევტი მოძრაობის დაფიქსირება რეალურ დროში შეძლეს , შესაბამისად მისი ერთი კვანტური მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის პროცესიც.

ამისათვის მეცნიერებმა გამოიყენეს ნანონაწილაკების წყვილი, რომლებიც მიმაგრებული იყო მოლეკულაზე. ეს ნანონაწილაკები წარმოადგენდნენ ერთგვარ ანტენას, რომლის წყალობითაც სპეციალისტებმა შეძლეს მოლეკულის მოძრაობის დაფიქსირება. ერთი საათის განმავლობაში ლაზერისა და მიკროსკოპის მეშვეობით ქიმიკოსები აგროვებდნენ მისი მდგომარეობის ცვლილების შესახებ მონაცემებს.

ანალიზის შემდეგ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მათ შეძლეს დაეფიქსირებინათ მოლეკულის ერთი კვანტური მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა. თავისი ექსპერიმენტის დემონსტრაციისათვის, ქიმიკოსებმა შექმნეს ვიდეორგოლი, რომელშიც მოლეკულის კვანტური მდგომარეობის ევოლუცია აღწერეს. ვიდეო ჯერ-ჯერობით ხელმისაწვდომი არ არის.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მათ პირველად მიეცემათ შესაძლებლობა რეალურ დროში დააკვირდნენ უჯრედოვან და სახვადასხვა ბიოქიმიურ რექაციებს ცოცხალ ორგანიზმებში. კერძოდ, ისინი გეგმავენ ახალი ქიმიური შენაერთების წარმოქმნის და მოლეკულის დაშლის პროცესზე დაკვირვებას.

ექსპერტების აზრით, ქიმიკოსების მიგნება ხელს შეუწყობს მაღალწარმოებადი კვანტური კომპიუტერების შექმნას და ასევე ელექტრონული წერილების დაშიფვრის უკეთესი მეთოდის შექმნას.

წყარო: nature