Ancient Star

მეცნიერები ა.შ.შ და გერმანიიდან მივიდნენ დასკვნამდე, რომ ზოგიერთი ძველი ვარსკვლავი სიკვდილის შედეგად არ წარმოქმნის შავ ხვრელებს, ისინი წარმოქმნიან ზეახალს და ამის შემდეგ ბოლომდე იწვებიან. კვლევის შედეგები მეცნიერებმ ჟურნალ The Astrophysical journal-ში გამოაქვეყნეს.

 

გამოკვლეული ვარსკვლავების მასა 55-56 ათასჯერ აღემატება მზისას. ასეთი ობიექტების სიცოცხლის ხანგრძლივობა 1,69 მილიონ წელიწადს შეადგენს, ამის შემდეგ ისინი გადადიან არასტაბილურ მდგომარეობაში და ნადგურდებიან. კოლაფსამდე ასეთ ვარსკვლავში ინტენსიურად მიმდინარეობს წყალბადის, ნეონის, მაგნიუმის არგონის, და სხვა ელემენტების  თერმობირთვული სინთეზის პროცესი.

რეილეი-ტაილორის არასტაბილურობის შედეგად ბირთვთან მიმდინარეობს მძიმე ელემენდების გადაადგილება. მეცნიერები თვლიან, რომ ეს პროცესი გამოარჩევს ერთ ვარსკვლავს სხვებისგან და შესაძლოა გახდეს დაკვირვებისათვის ხელმისაწვდომი, მაგალითად NASA-ის ტელესკოპი WFIRST-ის მეშვეობით (Wide-Field Infrared Survey Telescope)

ახალი ელემენტების სინთეზი გამოყოფს დიდი რაოდენობთ ენერგიას და შედეგად მივყავართ ზეახალ აფეთქებამდე. პროცესის ინტენსიობიდან გამომდინარე, აფეთქების შედეგად მძიმე ნაწილაკები შესაძლოა მთელს გალაქტიკაში გავრცელდეს, ზოგ შემთხვევაში ამას ვარსკვლავთწარმოებამდე მივყავართ. აღნიშნული ზემასიური პირველადი მნათობები, სპეციალისტების აზრით, წარმოადგენენ სამყაროში ყველაზე ასაკოვანი არიან.

ამ დასკვნებამდე მეცნიერები მივიდნენ რამდენიმე სამეცნიერო ცენტრის სუპერკომპიუტერზე ჩატარებული მოდელირების შედეგად. სიმულაციაში გათვალისწინებული იყო ვარსკვლავური ნუკლეოსინთეზის და კონვექციის პროცესები, ასევე რიგი სპეციალური ეფექტები, რომლებიც დაკავშირებული ფარდობითობის თეორიასთან და კვანტურ ელექტროდინამიკასთან.

წყარო: Berkeley Lab