1Science-History-1

1950-1960-იან წლებში კალიფორნიაში, დაიბადა გასაიდუმლოებული სამეცნიერო ცენტრების არქიტექტურის და სივრცის ორგანიზების თავისებური სტილი. ამ შენობებში ხდებოდა უახლესი საბრძოლო სისტემების შემუშავება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. ასეთი ტიპის ნაგებობების „ოქროს ხანის“ შემდეგ, ანუ იმ წლებში, როდესაც ე.წ კოსმოსური რბოლაა გაჩაღებული, ისინი თითქოს უკვე წარსულს ჩაბარდა კრიზისულ 1970-იან წლებში. თუმცა კალიფორნიული კამპუსების უახლეს პროექტებში Google და Apple-მა ააყვავა „აეროკოსმოსური მოდერნიზმის“ მთავარი პრინციპები – ფუტურისტული დიზაინი, მაქსიმალური სიმწვანე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ კოლეგებისათვის საერთო სასადილო და დასასვენებელი სივრცე. ამ სტატიაში მოგითხრობთ კალიფორნიის სამეცნიერო-ინჟინერული უტოპიის საწყისებზე, აწმყოზე და სტილზე.

ცივი ომი, გახდა ХХ საუკუნის მეორე ნახევარის ამერიკულ ეკონომიკის ლოკომოტივი. მილიონიანმა კონტრაქტებმა თვითმფრინავების, ბალისტიკური რაკეტების, თანამგზავრების წარმოებაზე, არა მხოლოდ უძლიერესი აეროკოსმოსური წარმოება შექმნა (მასთან მომიჯნავე მეცნიერებებიც ასევე მძლავრად განვითარდა), არამედ რადიკალურად შეცვალა მთლიანი შტატების ცხოვრება. 1990-იან წლებამდე კალიფორნიის ეკონომიკას განსაზღვრავდა არა გართობა და ინფორმაციული ტექნოლოგიები, არამედ აეროკოსმოსური წარმოება. თუმცა საქმე არა მარტო ფულშია: ათასობით კალიფორნიის მკვიდრი მეცნიერი და ინჟინერი მუშაობდა და ცხოვრობდა აქამდე არნახული ოპტიმიზმის ატმოსფეროში. თუმცა რათქმაუნდა კოსმოსური ფრენებისათვის მზადება სამხედრო-საწარმო კომპლექსის ჩრდილში, ახალი ტიპის შეიარაღების შექმნაზე მუშაობის პარალელურად მიმდინარეობდა

შტატების უმეტესობაში, „კოსმოსური ერის“ ლაბორატორიები და ქარხნები, დარჩნენ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საავიაციო ესთეტიკის ფარგლებში – გიგანტურ, დახურულ, ბნელ შენობებად. მხოლოდ სამხრეთ ამერიკაში მოხდა ცივი ომის პერიოდის ეკონომიკური სახსრების ადექვატური არქიტექტურული გამოყენება.  რარაც პარადოქსულად „პასტორალური კაპიტალიზმის“ (ალუმინი და შუშა, ღია სივრცეები, ბაღები და შადრევნები) ესთეტიკა ერწყმოდა ლოს-ანჯელესში მაქსიმალურ გასაიდუმლოებულობას და გარე სამყაროსგან იზოლაციას, ამის რეალიზება ყველა დონეზე მოხდა: გასაიდომლუებული ინფორმაციაზე სამუშაო ოთახებიდან დაწყებული, შენობაში შესვლის სისტემით და დაცვის ჩათვლით.

2Science-History2

საუზმე, შადრევნები და რაკეტები

“ავიაციურ-კოსმოსური მოდერნი”-ის ისტორია იწყება ჯერ კდიევ იმ წლებში, როდესაც კალიფორნიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა, საიმონ რემომ და დინ ვულბრიჯმა,   გადაწყვიტეს მიეტოვებინათ სამუშაო ადგილი ლაბორატორიაში და დაბრუნებულიყვნენ დასავლეთ ამერიკაში, კომპანია Hughes Aircraft-ში, რომელიც იმ დროისთვის მუშაობდა სამხედრო ავიაციის ახალ ტექნოლოგიებზე. 1953 წელს ისინი, სხვა თანამშრომლებთან ერთად აუჯანყდნენ თავიანთი კომპანიის ხელმძღვანელობას და წამოსვლის შემდეგ შექმნეს საკუთარი კომპანია, იმ იმედით, რომ თავდაცვითი კონსტრუქციების შექმნიდან გადავიდოდნენ უფრო მომგებიან საქმეზე: კონკრეტულად კი მაღალტექნოლოგიური სიახლეების კომერციულ წარმოებაზე.

მალევე რემო და ვულბრიჯი მიიწვიეს ა.შ.შ-ის სამხედრო საჰაერო ძალების საიდუმლო მისიაზე (მისიას  ჯონ ფონ ნეიმანი ხელმძღვანელობდა), სადაც მათ სასწრაფოდ დაევალათ, კონტინენტალური ბალისტიკური სარაკეტო სისტემის შექმნა. ინჟინრებს, ისეთი რამ შესთავაზეს, რაზეც უარს ვერ იტყოდნენ: თუ ამ სისტემის შექმნაზე უარს იტყოდნენ, თავდაცვის სამინისტროსგან კონტრაქტებს ვეღარ მიიღებდნენ. სამხედროებმა ასეთი შეკვეთა მისცეს არა ავიაციის გიგანტებს, არამედ ინოვაციურ ფირმას, ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ რთულ სამეცნიერო ტექნიკურ დავალებას მეცნიერთა თავისუფალი კოლექტივი უკეთ შეასრულებდა, ვიდრე იერარქიულად ორგანიზებული კორპორაციის თანამშრომლები.

3Science-History3

რემო და ვულბრიჯის კომპანია TRW-იმ დაიწყო პერსონალის შერჩევა. თავდაპირველად ისევ 1960-იან წლებში მოდური სისტემური მიდგომით, მათ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროექტი შეუკვეთეს კომპანიას. მისმა ავტორმა, მელვილ ბრენჩმა, ჩათვალა, რომ მეცნიერებს და ინჟინრებს უფრო დაბალ შენობებში მუშაობა მოეწონებათ, რომლებიც ჩაშენებული იქნება შენობის სივრცეში და არა ერთ მაღალსართულიან შენობაში. ეს მიდგომა, უბრანისტის აზრით, დაეხმარებოდა სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინების ერთმანეთისგან გამიჯვნას. მათი აზრით კაფეც კი ცალ-ცაკლე უნდა ყოფილიყო: მეცნიერებისთვის საუზმის შესვენება იქნებოდა კოლეგებთან საკუთარი იდეის გარჩევის უნიკალური საშუალება, ხოლო რიგითი პერსონალისთვის – უბრალოდ საუზმე.

პროექტის რეალიზება TRW-იმ დაავალა ადგილობრივ არქიტექტორ ალბერტ მარტინს, საბოლოოდ სწორედ ის გახდა ცივი ომის კალიფორნიული არქიტექტურული სტილის „მამა“. კოსმოსური ტექნოლოგიების ლაბორატორიამ ჩაუყარა საფუძველი ამ სტილს: კომპლექსის იზოლაცია გარე სამყაროსგან, შიდა ფანჯრის რაფები და მზისგან დამცავი ჟალუზები, მაღალი ადმინისტრაციული შენობები, დაბალი სამეცნიერო კომპლექსების ფონზე, ოფისები განთავსებული იყო შენობის გარე პერიმეტრზე, ხოლო ლაბორატორიები (ფანჯრების გარეშე) – შენობის შიგნით და რათქმაუნდა ლანდშაფტური არქიტექტურის ელემენტები (არხები, შადრევნები).

4Science-History

5Science-History5

ბრენჩმა და მარინმა ყურადღებით შეისწავლეს მეცნიერების და ინჟინრების ყოველდღიური ცხოვრება: რამხელა სამუშაო სივრცე სჭირდებათ; რა დროს ატარებენ კოლეგებთან ურთიერთობისას და რამდენს  – მარტო ფიქრში; როგორ მოქმედებს მათ ფსიქიკაზე მზის შუქი; სად ურჩევნიათ სეირნობა, სად – შეხვედრა და სად ერთმანეთისგან დასვენება. მარტინი ამბობდა, რომ ყველა მეცნიერს უნდა ჰქონოდა საკუთარი კაბინეტი (უარეს შემთხვევაში 1 კაბინეტი 2 ადამიანს), რომელსაც ექნებოდა ძალიან დიდი ფანჯარა. მართალია ასეთმა შუშებმა შენობის ფასი 10%-ით გაზარდა, მარტინის და ბრენჩის აზრით დანახარჯები ამად ღირდა: მათი თქმით, ფანჯრიდან გადაშლილი ხედი აუმჯობესებდა მეცნიერების განწყობას,

არქიტექტორმა შენობის პერიმეტრის შიგნით განათავსა შუშის კიბეები. მაღალ შუშებთან ერთად, კორიდორის ბოლოებში, იქმნებოდა სივრცე შემთხვევითი შეხვედრებისთვის, საინტერესო საუბრებისთვის ან უბრალოდ მარტო ფიქრისთვის. მასიური ჟალუზები, კონტრასტში შედიოდა ბეტონის ღია ფერის კედლებთან. ქუჩაზე (ელ სეგანდოს ბულვარი) გადადიოდა ცენტრალური ადმინისტრაციული შენობის ფასადი STL-ის დიდი ზომის ლოგოტიპით, ხოლო უსახური საწარმო კორპუსი იმალებოდი კომპლექსის სიღრმეში.

კომპლექსი გაიხსნა 1957 წელს, მალევე თანამშრომლების რიცხვი გაიზარდა 2700 ადამიანამდე. სწორედ ამ შენობის ლაბორატორიებში იქმნებოდა, მოწმდებოდა და ფასდებოდა სისტემის ყველა ელემენტი: საწვავი, საფეხურები, მართვის მექანიზმი, გამშვები კომპლექსები.

სამი წლის შემდეგ „კოსმოსური ტექნოლოგიების ლაბორატორიები“ გადავიდა საჰაერო-სამხედრო ძალების ხელში და გახდა სახელმწიფო ორგანიზაცია – Aerospace Corporation. მისი ხელმძღვანელი აივენ გეტინგი, დადგა საკადრო დეფიციტის პრობლემის წინაშე: საკმაოდ რთული აღმოჩნდა მაღალი კლასის მეცნიერების დათანხმება, რომ ემუშავათ, არც თუ ისე მდიდარ სახემლმწიფო დაწესებულებაში. გეტინგმა დაიქირავა ალბერტ მარტინი, და 1964 წელს ელ სეგანდოს ბულვარზე გამოჩნდა კიდევ ერთი კომპლექსი.

6Science-History6

ქუჩაზე გადიოდა ექვსსართულიანი ადმინისტრაციული შენობა, რომლის უკანაც განთავსებული იყო წყობა ლაბორატორიები და სხვა სამეცნიერო ნაგებობები. „მწვანე მართკუთხედის“ ბოლოს მარტინმა განათავსა გოლფის მოედანი – გენერალ ბერნარდ შრივერის საყვარელი სპორტის სახეობა, რომელიც იმ დროისთვის ხელმძღვანელობდა ყველა ამერიკულ სამეცნიერო პროგრამას. სასადილო მაგიდები, მან განათავსა შენობის გარეთ, სუფთა ჰაერზე, რათა მეცნიერები გამოსულიყვნენ თავიანთი კაბინეტებიდან და შეხვედროდნენ თუნდაც თავიანთთვის უცნობ კოლეგებს. კომპლექსის ცენტრი ბიბლიოთეკა იყო, რომელსაც შუშის კუბის ფორმა ჰქონდა. მოსახერხებელი სკამები და სავარძლები, „მყუდრო“ განათება თითქოს იწვევდა მეცნიერებს ბიბლიოთეკაში დასასვენებლად.

„პრაქტიკოსების“ დიდი ნაწილი დარჩა TRW-ში სამუშაოდ, „თეორიტიკოსები“ კი გადავიდნენ კომპანია Aerospace Corporation-ში, რომელიც მთელი საწარმოო სისტემის „ტვინს“ წარმოადგენდა. Aerospace Corporation-ის ტერიტორიაზე ლაბორატორიების ნაკლებობა ნამდვილად არ იყო, მათ შორის: პლაზმის ფიზიკის, აეროდინამიკის, ელექტრონიკის და მასალათმცოდნეობის ლაბორატორიები. კონგრესის კომიტეტის სპეციალისტები, თვალყურს ადევნებდნენ, იმას, რომ AC არ გამხდარიყო პრაქტიკულ სამუშაობს მოკლებული, რადგან ამ შემთხვევაში მათთვის რთული იქნებოდა მათი ტექნიკური გადაწყვეტილებების პრაქტიკული ასპექტის დანახვა. კორპორაციის მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი იყო ზესიხშირის მილი, რაკეტის თავის ატმოსფეროში დაბრუნების მოდელირებისთვის, ასევე აეროდინამიული მილი გამათბობლით, რომელიც გამოიყენებოდა თბოდამცავი ეკრანების შესამოწმებდლად და კამერა, რომელშიც მეცნიერებს შეეძლოთ მიკროელექტრონიკის გამოცდა კოსმოსურთან მიახლოებულ პირობებში. კომპანიის თანამშრომლები აწყობდნენ სამხედრო თანამგზავრებს, კოსმოსურ ჰემოლაზერებს, მართვისა და სათვალთვალო სისტემებს ე.წ ჯაშუში-თანამგზავრებისთვის.

ყველას ძალიან დიდი სურვილის მიუხედავად, რომ შეექმნათ იდეალური გარემო სამეცნიერო ფანტაზიის „ფრენისათვის“ და თავისუფალი ურთიერთობისთვის, მარტინის ქმნილება, წარმოადგენდა აბსოლუტურად საიდუმლო კამპუსს. ტელეფონების მოსმენის საწინააღმდეგოდ, AC-იმ შეუკვეთა Bella Labs-ის კომუნიკატორები და ოპტიკური კაბელების მონაცემების დამუშავების სისტემა – ამ ტექნოლოგიის შესახებ საზოგადოებამ საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ მიიღო ინფორმაცია. ასევე არსებობდა სპეციალური ბუნკერი, რომელიც ერთგვარ ფარადეის გალიას წარმოადგენდა, ის ახდენდა გარე ელექტრომაგნიტური ველების ეკრანირებას (სწორედ ამ შენობაში ახდენდნენ მეცნიერები ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ზესაიდუმლო მონაცემების ანალიზს). თანამშრომლები იკვებებოდნენ საკუთარ სასადილოში, იპარსავდნენ წვრეს და იჭრიდნენ თმას ასევე კომპლექსის ტერიტორიაზე.

7Science-History7

კონგრესის კრიტიკის მიუხედავად (ითვლებოდა, რომ სამხადრო საჰაერო ძალებმა დახარჯა ძალიან დიდი რაოდენობით „ხალხის“ ფული თავისი კამპუსისათვის) კომპლექსი გახდა Aerospace Corporation-ის სავიზიტო ბარათი, მაღალი კლასის აპარატურასთან ერთად მეცნიერებს ჰქონდათ საშუალება დაკავებულიყვნენ კვლევებით, ისე, რომ ყურადღება არ ჰაფანტვოდათ. თუმცა ყველა ამ უპირატესობის მიუხედავად, AC-იმ მაინც ვერ მოახერხა „თავისუფალი გონების“ თავისკენ გადმობირება, რომლებიც მუშაობდნენ უნივერსიტეტებში: მათი თანამშრომლების სამი მეოთხედი 1960-70-იან წლებში მუშაობდნენ საწარმოო სფეროში ან სახელმწიფო ლაბორატორიებში.

ვარსკვლავური გზა

ამასობაში, TRW-იმ, რომელიც უკვე გათავისუფლდა სამხედროების კაბალური კონტრაქტებისგან, შეძლო, კერძო კაპიტალის მოზიდვა და დაკავდა საქმით, რომელზეც ოცნებობდნენ მისი დამფუძნებლები: კოსმოსური აპარატების პროექტირებით და კონსტრუირებით. ამისათვის ფირმამ მარტინს დაუკვეთა ამბიციური პროექტი – კოსმოსური ტექნოლოგიების კომპლექსი Space Park. 44 ჰექტარზე გადაჭიმული კომპლექსი შედგებოდა 50 შენობისგან, რომელიც მთლიანობაში 17 ათას ადამინზე იყო გათვლილი. Space Park-ში საიდუმლოობა დაცული იყო, თავდაცვის კომპლექსებისგან განსხვავებული მეთოდებით – ლაბორატორიები განთავსებული იყო სარდაფებში და დაფარული იყო სპეციალური შუშით, რომელიც არ ვიბრირებს ხმის ზემოქმედებით.

9Science-History

კომპლექსის „ღირშესანიშნაობად“ იქცა „თანამგზავრების ქარხანა“. იქიდან გამომდინარე, რომ ამ აპარატებისთვის გაშვების შემდეგ ტექნიკური დახმარების გაგზავნა შეუძლებელია, კოსმოსში გაშვებამდე, აუცილებელი იყო მათი ბოლო ჭანჭიკამდე შემოწმება, წერს თავის წიგნში „მეცნიერება როგორც ბიზნესი“ (The  business of science winning and losing in high-tech age) რემო. მთელი ქარხანა წარმოადგენდა ერთ დიდ უმიკრობო ოთახს: თანამშრომლებს (ამ ქარხანაში მხოლოდ ქალები მუშაობდნენ, ეს კი იმით იხსნებოდა, რომ მათი თქმით ქალებს კაცებზე გაცილებით უკეთესი მოტორიკა გააჩნიათ) „წმენდდნენ“ სპეციალურ საშრობ კაბინაში, რის შემდეგაც, ისინი იცმევდნენ ხელთათმანებს, იკეთებდნენ ნიღბებს და ამის შემდეგ შეუდგებოდნენ ელექტრონული მოწყობილობების მიკროშედუღებას – შენობაში, რომლის ინეტრიერიც ფუტურისტულ საავადმყოფოს მოგვაგონებდა. ამის შემდეგ დგებოდა სისტემური კონსტრუირების რიგი. „აუცლებელია თითოეული ნახევრადგამტარის, მიკროსქემის, ამორტიზატორის, გადამრთველის, მავთულის, ზამბარის, ჭანჭიკის შემოწმება – აუცილებელია იმის მონიტორინგიც თუ როგორ იქმნება ეს ნაწილები და როგორ ეწყობა, ცალკეული დეტალებისგან და საბოლოოდ კი ადგილს იმკვიდრებს კოსმოსურ აპარატზე“. – წერდა რემო.

საბოლოოდ, მზა თანამგზავრი ხვდებოდა ლაბორატორიაში, სადაც ექსპულატაციის რეალური პირობების მოდელირება ხდებოდა. ვიბროპლატფორმა აზანზარებდა გარშემო შენობებს. კრიოგენული კამერა მუშაობდა 175 გრადუსიდან მინუს 165 გრადუსამდე ცელსიუსით და შეეძლო ღია კოსმოსის ღრმა ვაკუუმის მსგავსი პირობების შექმნა. ასევე ელექტროდები ახდენდნენ მზის კაშკაშა შუქის მოდელირებას. აკუსტიკური კამერა ახდენდა ბგერების გენერირებას, რომლებიც წარმოიშვებოდა რაკეტის აფრენისას – ამ რხევებს შეეძლო მანქანის მცირე ნაწილაკებად დაშლა; ელექტრონიკის მუშა მახასიათებლებს კი მეცნიერები ამოწმებდნენ ზეჩუმ ხმისჩამხშობ კამერაში. ეს აპარატურა რათქმაუნდა იაფი არ იყო (მხოლოდ კრიოგენული კამერის ფასი ნახევრ მილიონ დოლარს შეადგენდა), თუმცა ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების თანამგზავრული სისტემების შესამოწმებლად, ეს ხარჯები ნამდვილად გამართლებული იყო.

ლაბორატორიის ინტერიერმა და ექსტერიერმა საბოლოოდ, ჰოლივუდის ყურადღებაც მიიპყრო. სერიალ „The Outer Limits“-ის ერთ-ერთ ეპიზოდში ის გახდა სამხედრო ბაზის დეკორაცია, ხოლო გმირ-ასტრონავტს ანახებენ ნამდვილ კრეოგენულ კამერას. კლასიკური  „Star Trek“-ის  პირველი სეზონის (ბოლო ეპიზოდი) ეპიზოდში Space Park გახდა პლანეტის ერთ-ერთი სოფელი – მომავლის კოსმოსური კოლონიის მაგალითი, სადაც „ენტერპრაიზის“ გუნდი ებრძვის საშიშ პარაზიტებს, რომლებმაც დააავადეს კოლონისტები.

10Science-History10

უნდა აღინიშნოს, რომ Space Park ისტორიაში არა მხოლოდ თავისი ტექნოლოგიური და არქიტექტურული ინტერიერისა და დეკორაციების გამო დარჩა. TRW მონაწილეობდა NASA-ის ავტომატური პლანეტათაშორისი სადგურების შექმნაში („ვიკინგი“ და „პიონერი“-ის სერია), ასევე მათ შექმნეს მთვარის მოდული Apolo-13-ის სამუხრუჭე ძრავები, სწორედ ამ ძრავებმა მოიყვანა ავარიის შემდეგ აპარატი დედამიწამდე. თუმცა ყველაზე დიდი ფინანსური შემოსავალი ფირმას მოუტანა სამხედრო დანიშნულების თანამგზავრებმა. ესენია: Vela-ის სერია, რომელიც საბჭოტა კავშირის მიერ 1963 წლის ბირთვული იარაღის გამოცდების შეწყვეტის შეთანხმების მონიტორინგისთვის იყო განკუთვნილი. Vela-ის მოყვა 23 სხვა თანამგზავრი, რომელიც ანტისარაკეტო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა: თითოეული მათგანის ღირებული ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენდა.

შესანიშნავი ეპოქის დასასრული

ალერტ მარტინის ქმნილებებმა შექმნეს ერთგვარი მოდა, თავდაცვის მშენებლობების და საწარმო შენობების სტილში, რომელიც შემდეგ ა.შ.შ-ის სხვა შტატებშიც დაინერგა. McDonnell-ის არქიტექტორები ეცადნენ სენტ-ლუისში კალიფორნიის ატმოსფეროს შექმნას, დამახასიათებელი შადრევნებით და მზისგან დამცავი ჟალუზებით. NASA-ის კომპანია Grumman-თან ჰქონდა მოლაპარაკებები, რომ მათ აეშენებინათ Space Park-ის მსგავსი ლაბორატორიები. თუმცა საბოლოოდ მხოლოდ კალიფორნიაში მოხდა კოსმოსური-ავიაციის წარმოების ძეგლების კრიტიკული მასის შექმნა, რომლებიც ასე კარგად გამოხატავდნენ 1950-70-იანი წლების „კოსმოსური რბოლის“ სულს.

თუმცა საბოლოოდ კრიზისულ 1970-1980-იან წლებში „კოსმოსურმა“ მოდერნმა დაკარგა ძველი მიმზიდველობა, ხოლო ცივი ომის დასასრულმა საბოლოოდ მოაცილა მარტინ ორეოლის „ნათელი მომავლი“ ქმნილებებს. რეიგანომიკის და „სტელს“-ების ერამ შექმნა არაერთი საკულტო თვითმფრინავი და კოსმოსური ხომალდი, თუმცა მათი პროექტირება და მშენებლობა ყოფილ საავტომობილო ქახნებში ხდებოდა, ან მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საიდუმოლო ცენტრებში. მარტინის პროექტები კი დღემდე დარჩა, როგორც კოსმოსური იმედების ეპოქის „მემორიალურ დროის კაფსულად“, რომელიც ბირთვული იარაღების რბოლის ფონზე მიმდინარეობდა.