chart

2014 წლის სექტემბერი, ისევე როგორც მისი წინა ხუთი თვე, აღმოჩნდა კლიმატოლოგიური დაკვირვებების ისტორიაში ყველაზე ცხელი. ამის გამო მიმდინარე წელს აქვს შანსი გახდეს ყველაზე ცხელი, რაც დასტურდება კლიმატური მონაცემების ნაციონალური ცენტრის ბოლო მონაცემებით (ა.შ.შ). ამის შესახებ იტყობინება ინტერნეტ გამოცემა Climate Central.

ჯერ კიდევ აგვისტოში სიაში მესამე ადგილს იკავებდა (1998 და 2010 წლების შემდეგ). თუმცა სექტემბრის შემდეგ, როდესაც პლანეტაზე ტემპერატურა 0.7 გრადუსით აღემატებოდა მეოცე საუკუნის საშუალო მაჩვენებს (15 გრადუსი ცელსიუსით), 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის სექტემბრამდე პერიოდი უკვე გახდა ყველაზე ცხელი ბოლო 135 წლის განმავლობაში.

ყველა რეკორდული წელი 1998-ის გარდა მოდის ოცდამეერთე საუკუნეზე. პლანეტაზე ტემპერატური ზრდა დაკავშირებულია, სასათბურე გაზების დაგროვებასთან პლანეტის ატმოსფეროში (პირველ რიგში ნახშირბადის გაზები). სწორედ ამ მოვლენას უწოდებენ გლობალურ დათბობას. გაზების მიერ წარმოებული სითბოს დიდ ნაწილს ისრუტავს მსოფლიო ოკეანეები – სწორედ წყლები იძლევა რეკორდულ მაჩვენებლებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ  ოკეანეები გაგრილდება შემდგომი სამი თვის განმავლობაში, სწორედ ამიტომ 2014 წელს აქვს შანსი „წაართვას“ 2010 წელს პირველობა, განაცხადა, ცენტრის თანამშრომელმა ჯესიკა ბლანდენმა.

სექტემბერში წარმოადგინეს მსოფლიო მეტერეოლოგიური ორგანიზაციის დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ატმოსფეროში სასათბურე გაზების რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.

წყარო: climatecentral.org