pic_abab16c61334e113b535675f9cc80728

უმსხვილესი სოციალური ქსელი Facebook – ის  დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა Forbes – ის ყველაზე მდიდარი IT – ბიზნესმენების სიაში მესამე ადგილი დაიკავა, მან ერთ წელიწადში Microsoft – ის დამფუძნებელ ბილ გეითსზე მეტი გამოიმუშავა, ეს უკანასკნელი სიის სათავეში დგას. ამ ინფომაციას გვამცნობს forbes.com.

გასულ წელს ცუკერბერგი ამერიკელ IT – ბიზნესმენებს შორის ფინანსური მდგომარეობით მხოლოდ მეექვსე ადგილზე იყო, მაგრამ ბოლო წელიწადში მან სხვა ყველა ამერკელ  IT – ბიზნესმენზე მეტი გამოიმუშავა. მისი შემოსავალი  15 – დან 34 მილიარდამდე გაიზარდა.

IT ბიზნესმენების ტოპ – ათეული უცვლელი დარჩა: პირველ ადგილს ბილ გეითსი იკავებს, რომელიც ამავდროულად ამერიკის ყველაზე მდიდარი მოქალაქეა. Oracle – ის თანადამფუძნებელი  ლარი ელისონი ამერიკის მდიდარ მოქალაქეთა სიაში მესამეა, ხოლო IT ბიზნესმენებს შორის მეორე.  ფორბსის წინა წლის შედეგებთან შედარებით ორივე ტოპ – მენეჯერის ქონება 9 მილიარდი დოლარით გაიზარდა .( 81 მილიარდი დოლარი – ბილ გეითსი და და 50 მილიარდი დოლარი – ლარი ელისონი) . Amazon ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსის კაპიტალი 30.3 მილიარდ დოლარად შეფასდა, რაც  2013 წლის მონაცემებთან შედარებით 3.3 მილიარდით მეტია. მან Forbes – ის უმდიდრესი IT ბიზნემსნების რეიტინგში მეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო  ყველაზე მდიდარი ამერიკელების სიაში 32 – ე.

იმ 52 მილიარდელს შორის, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობენ მხოლოდ სამი ბიზნემსენის ქონება შემცირდა, წლის ბოლოს მიღებული შედეგებით eBay – ის დამფუძნებელმა პიერ ომიდიარმა და LinkedIn -ის დამფუძნებელმა რეიდ ჰოფერმანმა 300 მილიონი დოლარი დაკარგეს. Groupon – ის გენერალურმა დირექტორმა ერიკ ლეფკოფსკიმ 200 მილიონი დოლარი დაკარგა და მისმა კაპიტალმა 1.5 მილიარდ დოლარამდე დაიწია.

წყარო : forbes.com