აპლიკაციას  PhotoMath შეუძლია ამოხსნას მათემატიკური მაგალითები. ამისათვის საჭიროა, უბრალოდ სურათი გადაუღო, რისი ამოხსნაც გინდა. ეს თითქოს გადაკვეთაა ტექსტის წამკითხავ კამერასა და გამოცდილ კალკულატორს შორის.

ქვემოთ  მოცემულ ვიდეოში ჩანს, რომ აპლიკაცია საკმაოდ კარგად მუშაობს. PhotoMath ამჟამად ხელმისაწვდომია iOS და Windows Phone-სთვის.

აპლიკაცია ჯერ წაიკითხავს და გადაწყვეტს მათემატიკურ პრობლემას. შემდეგ კი გაჩვენებს, როგორ იქნა მიღებული პასუხი.

ასე რომ, თუ ჩემსავით ზარმაცი ხარ, შეგიძლია შენს კლასელებს უთხრა, რომ  დიდი დრო არ დახარჯონ მათემატიკის სწავლაში.