თუ დავაკვირდებით Apple-ის დამოკიდებულებას SIM ბარათების მიმართ ბოლო 7 წლის განმავლობაში, კომპნია ყოველთვის აღწევს იმას რაც მისთვის არის მისაღები.

პატარა, მოოქროვილი წრედები – რომლის საშალებითაც ხდება კონკრეტული ფიჟური ქსელის აბონენტის იდენტიფიკაცია ტელეფონებში, პლანშეტებში და ყველა იმ მოწყობილობაშია მოთავსებული, რომელსაც GSM ქსელის მხარდაჭერა აქვს. ისეთ ოპერატორებს როგორიცაა Magticom, Geocell და Beeline სიმ ბარათები თავისი არსებობის პირველი დღიდან აქვთ. განსხვავებით შეერთებული შტატებისა სადაც CDMA ოპერატორებიც არის Sprint-ისა და Verizon-ის სახით საქართველოში სიმ ბარათის გარეშე ქსელით სარგებლობა მხოლოდ Megacom-ის ქსელში იყო შესაძლებელი და Silknet-ის აბონენტებისათვის არის დღესდღეობით ხელმისაწვდომი. LTE ქსელებზე გადასვლის შემდეგ ყველა ოპერატორი უკვე SIM ბარათებით სარგებლობს და ახლა უკვე მის გარეშე მობილური მოწყობილობა წარმოუდგენელია. წარსულში საუბარი იყო იმაზეც რომ Apple თავის iPhone-ში SIM ბარათის ჩაშენებას აპირებდა თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

საბოლოოდ iPad Air 2 და iPad Mini 3-ის გამოსვლით Apple-მა ამ გეგმის განხორცილებაც გადაწყვიტა და თავისი ახალი მოწყობილობები პროგრამირებადი SIM ბარათებით აღჭურვა, რომლების გამოყენებაც სხვა და სხვა ოპერატორებთან არის შესაძლებელი, გადრთვა შეიძლება ხელმისაწვდომ ოპერატორზე და ამ ახალ ტექნოლოგიას მათ Apple SIM დაარქვეს. რა თქმა უნდა ყველა ოპერატორის მხარდაჭერა გათვალისწინებული არ არის და Apple SIM-ის ამოღება მოწყობილობიდან ჯერ-ჯერობით შესაძლებელია და კონტრაქტით ნაყიდ iPad-ში ჯერ კიდევ ოპერატორზე მიბმული ბარათი იქნება. ადვილად არის შესაძლებელი, რომ ძალიან მალე Apple-ის მოწყობილობებში ჩვენ შეიძლება SIM ბარათი საერთოდ ვერ ვიხილოთ და მისი ჩასადები სლოტიც გაქრეს.
Screen_Shot_2014-10-16_at_12.31.44_PM.0
ყოველ ჯერზე როცა Apple-მა SIM-ის გამოყენების მეთოდი შეცვალა გაიმარვა. გავიხსენოთ პირველი iPhone 2007 წელს, გასაოცარი როცა SIM ბარათის ამოღება ტელეფონიდან შესაძლებელი იყო საკანცელარიო სკრეპის საშუალებით. დღესაც ძალიან ბევრი სმარტფონი იგივე მეთოდს იყენებს მოდელებზე, რომლებსაც არ აქვთ მოხსნადი კუმლატორი.

შემდგომში გამოვიდა 3FF – რომელიც უფორ ცნობილია micro-SIM-ის სახელთ და iPad-ზე 2010 წელს იქნა გამოყენებული პირველად. თუ დავაკვირდებით Apple-მა დაარღვია GSM მოწყობილობების ეკოსისტემა და iPad-თან ერთი და იგივე ფიჭური იდენტიფიკაცია შეუძლებელი გახადა. ძალიან ნელა მაგრამ ოპერატორებმა მაინც დაიწყეს micro-SIM-ების გამოშვება, მაგრამ ჯერ კიდევ არის ადაპტერები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პატარა ზომის ბარათების დიდ სლოტებში მოთავსება. მოგვიანებით Apple-მა iPhone 4-ში micro-SIM ბარათების მხარდაჭერა განახორციელა.

იგივე ისტორია განმეორდა 4FF სტანდარტთანაც, რომელიც უკვე nano-SIM-ის სახით მოგვევლინა და დღეისათვის ის iPad-ისა და iPhone-თვის გამოიყენება. Apple-მა პირველმა დაიწყო და ყველა ეტაპზე გაიმარჯვა კონსორციუმის და სხვა მწარმოებლების წინააღმდეგ და დანერგა nano-SIM ბარათები ბაზარზე, რასაც მოყვა ახალი ბარათის წარმოდგენა iPhone 5-თან ერთად. კიდევ ერთიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ოპერატორები და კონკურენტი მწარმოებლები ჯერ კიდევ ძველ micro-SIM ბარათებზე არიან დარჩენილი.

Apple-ის უნიკალურ პოზიცია ბაზარზე საშუალებას აძლევს კომპანიას ქონდეს ავტორიტეტი და ბერკეტი რითაც ოპერატორებზე და კონკურენტებზე ზემოქმედება შეუძლია. იქნება თუ არა Apple SIM ხელმისაწვდომი ოპერატორების მხოლოდ მცირე რაოდენობაზე? თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ახალ iPhone-ში წინასწარ ჩამონტაჟებული Apple SIM-ები ვიხილოთ  და თუ ოპერატორი ამ სმარტფონების მხარდაჭერას გადაწყვეტს ჯობია ამისთვის აქედანვე დაიწყონ მზადება. არ არის გამორიცხული, რომ მომავალი განახლების შემდეგ SIM ბარათების სლოტი საერთოდ გაქრეს Apple-ის მოწყობილობებიდან.

ადვილად არის შესაძლებელი შეცვლადი SIM ბარათების ხმარებიდან ამოღება GSM-ის მომხმარებლებისთვის, როგორც თავისუფლების სიმბოლო, რომ შესაძლებელი გახდეს მომხმარებლის ნებაზე სხვა და სხვა ქსელებზე გადავსლა. თუ Apple-მა ეს პროექტი ბოლომდე მიიყვანა ოპერატორები და კონკურენტები აღმოჩნდებიან ახალი რეალობის წინაშე სადაც მომხმარებელი უფრო თავისუფალი იქნება და მწაროებელიც განთავისუფლდება სიმ ბარათების უკვე სკმაოდ ფრაგმენტირებული ბაზრსაგან.