m

გარდაცვალების შემდეგ შენი ნეშტისგან შესაძლებელია გაკეთდეს თანამედროვე აქსესუარი, ჭურჭელი ან რაიმე გაჯეტი. შეიძლება მშვიდი ადგილი ჰპოვო და მოთავსდე საყვარელი ადამიანის სამუშაო მაგიდაზე.

შემოგთავაზებთ, მრავალთაგან მხოლოდ შვიდ ვარიანტს, რადაც შეიძლება გარდაიქმნას ადამიანის ცხედარი. გარდაიქმნას ისეთ ნივთად, რომელიც ნამდვილად შეუძლიათ იქონიონ შენმა მეგობრებმა ან ოჯახის წევრებმა.

240 ფანქარი

1როგორც ნახშირბადზე დაფუძნებული სიცოცხლის ფორმა, ჩვენ ზუსტად იმ ნივთიერებებისგან შევდგებით, რომელიც ფანქრის გაკეთებას სჭირდება. გრაფიტი სრულიად ნახშირბადია. ასე რომ, ადამიანის გვამისგან შესაძლებელია 240 ფანქრის გაკეთება; სახელის, გვარის, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღების წარწერით.

საგზაო ნიშნები

2

 

კრიმაციის შემდეგ სხეულისგან შესაძლებელია მეტალის ნარჩენების მიღება. ინგლისის რამდენიმე კრემატორიუმში შესაძლებელია მეტალის გადადნობა და  საგზაო ნიშნების, უსაფრთხოების ბარიერებისა თუ ქუჩის განათების ბოძების გაკეთება. ამ შემთხვევაში აუცილებელია ოჯახის თანხმობა, რომ ცხედარი გადააქციონ საზოგადოებრივ საკუთრებად.

ბრილიანტები

3

ხელოვნური ბრილიანტის დამზადება – დიდი ხნის წინათ ეს შესაძლებელია ერთადერთი მიზეზი იყო იმისა, თუ რატომ დავიწყეთ ნახშირბადის ამოღება მიცვალებულის სხეულიდან. შვეიცარიულ კომპანია Algordanza-ს გლოვის თავისებური მეთოდები აქვს, რომლის დროსაც იყენებს გაცხელებას და მაღალ წნევას. შედეგად ვიღებთ ცისფრად მოელვარე ქვას, რომელიც შენს საყვარელ ადამიანს მუდამ გაახსენებს შენს თავს. ყოველი ადამიანისგან მიიღება უმნიშვნელოდ განსხვავებული ბრილიანტი.

ტყვიები

4

შენდა სამწუხაროდ, Holy Smoke ბედნიერია ადამიანის ნეშტისგან აღებული ნივთიერებებით გამოტენოს თავისი 250 თოფის ვაზნა, 100 თოფის კარტრიჯი ან 250 პისტოლეტის კარტრიჯი სულ რაღაც 1 250 დოლარად.

ფოტოები

5

შესაძლებელია ჩვენ სასარგებლო ვიყოთ პრინტერებისთვისაც. ნორვეგიულმა დიზაინერულმა სტუდია  Skrekkøgle-მა გამოიყენა ძაღლის ფერფლი, როგორც მელანი. მათ ამოაპრინტერეს ძაღლის სურათი თავისივე ფერფლისგან.

ქვიშის საათი

6

სულ რაღაც 330 დოლარად კომპანია , In the Light Urns გარდაქმნის შენს სხეულს ქვიშის საათად, რომელიც შენს საყვარელ ადამიანს შეახსენებს როგორ გარბის თავისი დრო. თუ მათ არასაკმარისად ღირებულად მოეჩვენათ ეს საათი, მაშინ შეუძლიათ აირჩიონ ვერცხლის გულსაკიდი 80 დოლარის დამატებით. და დიდხანს არ გატყდება ეს გულსაკიდი… შენით სავსე.

ვინილის ფირფიტები

7

ვინილი არ მომკვდარა, ის კეთდება მკვდრებისგან :)) და თუ შენი ვინილის ფირფიტა გამოწერილია ონლაინ მაღაზია Vinyly-დან მაშინ ნამდვილად ცხედრისგანაა გაკეთებული. თუ ვინილის ფირფიტად “გადაიქცევი” საშუალება გეძლევა ჩაწერო ნებისმიერი შენი საყვარელი ტრეკი “შენში”. სამწუხაროდ, ის არ შეიძლება იყოს 24 წუთზე მეტი ხანგრძლივობის: თითო მხარეს შესაძლებელია 12 წუთის ჩაწერა.