Heart

ავსტრალიელმა ქირურქებმა მსოფლიოში პირველებმა შეძლეს სამი პაციენტისათვის გადაენერგათ „მკვდარი“ გული, იტყობინება The Guardian. გულის ტრანსპლანტაციას, რომელმაც უკვე შეწყვიტა ცემა, მეცნიერებმა ეპოქალური მოვლენა უწოდეს: ახალი ტექნიკის წყალობით გაიზრდება გადასანერგად ვარგისი ორგანოების რიცხვი, რაც მინიმუმ 30 პროცენტით მეტი ადამიანის გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს.

ამ დროისთვის გულის ტრანსპლანტაციისას მხოლოდ „ცოცხალი“ ორგანოები გამოიყენება, ამ ორგანოებს კი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ორგანიზმიდან იღებენ. რაც შეეხება სიდნეის საავადმყოფოს ექიმებს, მათ სამ პაციენტს გადაუნერგეს დონორის გული, რომლებიც ოპერაციის დაწყებამდე 20 წუთით ადრე უკვე გარდაცვლილები იყვნენ.

პროექტის ხელმძღვანელი პიტერ მაკდონალდი 20 წლის განმავლობაში ეძებდა ორგანიზმის გარეთ გულის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების გზებს. მისი დიდი ძალისხმევის შედეგი გახდა მოწყობილობა „გული ყუთში“: სპეციალურ კონტეინერში ასხამენ დონორის სისხლს, მხოლოდ ამის შემდეგ ათავსებენ მასში ორგანოს. სტერილური ელექტრონული სქემა აიძულებს ორგანოს გააგრძელოს ცემა და ასევე ინარჩუნებს საჭირო ტემპერატურას.

გადანერგვამდე დონორის გული კონტეინერში მინიმუმ ოთხი საათის განმავლობაში ინახება. ამის მეშვეობით ექიმებს ეძლევათ საშუალება, წინასწარვე გაიგონ, თუ როგორ იმუშავებს ტრანსპლანტირებული ორგანო.

ახალი მეთოდის გამოყენებით ექიმებმა გული ჯერ-ჯერობით სამ პაციენტს გადაუნერგეს. ორი მათგანი თავს უკვე კარგად გრძნობს, თუმცა ერთი პაციენტი (24 ოქტომბრის მონაცემები) ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.

წყარო: theguardian