0219_whatsapp_facebook_630x420

სოციალური ქსელი Facebook-ის სურვილს ეყიდა WhatsApp  ევროკომისიამ თანხმობა მისცა, მიუხედავად ევროპული სატელეკომუნიკაციო კომპანიების პროტესტისა, ამერიკელი კომპანიების შემაშფოთებლად მზარდი კონკურენციის გამო. ამის შესახებ AFP რეგულატორის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით გვატყობინებს.

ევროკომისიის თქმით Facebook და WhatsApp არ არიან ახლო კონკურენტები, ასე რომ 9 მილიარდიანი გარიგების დადების შემდეგ მომხმარებელს ფართო არჩევანი  ექნება ალტერნატიული საურთიერთობო საშუალებების თვალსაზრისით.

რას წერს Wall Street Journal : ევროკავშირში შეთანხმების მოწინააღმდეგეებმა განაცხადეს, რომ მსგავსი მოქმედებები ამერიკული კომპანიების მხრიდან ხელს შეუწყობს  Facebook -ში კიდევ უფრო  მეტი მომხამრებლის მონაცემების მოხვედრას. თუმცა რეგულატორი აღნიშნავს, რომ  კონფიდენციალური საკითხები არ ექცევა ევროკავშირის ანტიმონოპოლური კანონმდებლობის ფარგლებში.

მიმდინარე წლის აპრილში Facebook -სა და WhatsApp -ის შეთანხმება ა.შ.შ -ის სავაჭრო ფედერალურმა საბჭომ დაამტკიცა.

მსოფლიოში უმსხვილესმა სოც. ქსელმა განაცხადა, რომ WhatsApp -ის ყიდვას თებერვლის შუა რიცხვებში გეგმავს. ხელშეკრულების თანახმად WhatsApp -ის მფლობელები მიიღებენ  12 მილიარდი დოლარის Facebook – ის აქციებს და 4 მილიარდ დოლარ ნაღდ ფულს. ამას გარდა თუ მესინჯერი მიაღწევს გარკვეულ ფინანსურ კოეფიციენტამდე ,მათ შეეძლებათ 4 წლის განმავლობაში დამატებით მიიღონ 3 მილიარდი დოლარის Facebook -ის აქციები .

WhatsApp  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარი მობილური მესინჯერია. ის მობილური მოწყობილობების მფლობელებს საშუალებას აძლევს გაცვალონ შეტყობინებები, სურათები, ვიდეობი და ხმოვანი ფაილები. WhatsApp -ის მომხმარებელთა რიცხვი 450 მილიონ ადამიანს ითვლის. Facebook – მა ასევე შექმნა კონკურენტული სერვისი Facebook Messenger , რომელშიც მობილურ აპლიკაციაში განხორციელებული მიმოწერის გადატანას აპირებს.