140630-facebook-emotions-1749_4f881e85b96bea3a796ae8d7e0ab44c4

მსოფლიოში ყველაზე დიდმა სოც.  ქსელმა Facebook – მა რეალური სახელების გამოყენების პოლიტიკის გამო სახალხოდ მოიხადა ბოდიში, სწორედ ამ პოლიტიკის  გამო ლგბტ საზოგადოების გამოჩენილმა წევრებმა საკუთარი  Facebook- ის ანგარიშზე წვდომა დაკარგეს. კომპანიის ტოპ – მენეჯერმა კრის კოკსმა საჯარო ბოდიშის წერილი Facebook -ის სახელით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

გასული ორი კვირის განმავლობაში ამერიკაში მცხოვრებმა ცნობილმა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებმა თავიანთი Facebook – ის ანგარიშებზე დაკარგეს წვდომა, იმის გამო, რომ რეალური სახელების მაგივრად იყენებდნენ ფსევდონიმებს – უფრო ხშირად კი სასცენო სახელებს . ამან კი ბლოგერებისა და მედიისგან  Facebook- ის მისამართით დიდი კრიტიკა გამოიწვია.

ამის მიეზი გახდა , Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელმაც ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურს შეატყობინა ლგბტ პირების სახელით დარეგისტრირებული ასობით ანგარიშის არსებობის შესახებ, კოკსის სიტყვებით სოციალური ქსელი ასიათასობით მსგავს საჩივარს იღებს და ამ პრობლემური ანგარიშების უმრავლესობა Facebook -ზე უკანონო აქტივობებისთვის გამოიყენება.

Facebook მსგავსი საჩივრების არსებობის შემთხვევაში სთხოვს მომხმარებელს დაადასტუროს, რომ ესა თუ ის სახელი და გვარი ნამდვილად მას ეკუთვნის, ნებისმიერი  საქმიანი საბუთის მეშვეობით, რომელშიც ეს სახელი და გვარი იქნება მითითებული, ამ მეთოდს Facebook უკვე 10 წელზე მეტია იყენებს და დღემდე საკმაოდ წარმატებულად.

“ჩვენ არასდროს მოგვითხოვია Facebook-ის მომხმარებლისთვის თავისი კანონიერი ვიანობის გამოყენება ანგარიშში . ჩვენი პოლიტიკის ცენტრალური იდეა არის ის, რომ მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს იმ სახელით, რომლითაც  რეალურ ცხოვრებაშია ცნობილი. პირველ რიგში სწორედ ეს განასხვავებს სოციალურ ქსელს სხვა ინტერნეტ სერვისებისგან, სადაც მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს ფსევდონიმი ან იყოს ანონიმურად. მეორე რიგში კი ეს მექანიზმი იცავს მილიონობით მომხარებელს ძალადობისგან” – განაცხადა კოკსმა.

ამავე დროს ის აღიარებს , რომ აღნიშნული პოლიტიკა დახვეწას საჭიროებს, ასევე აუცილებელია იმ მომხმარებლების მხარდაჭერა, რომლებმაც ამ მიზეზით უსამართლოდ დაკარგეს თავიანთ ანგარიშებზე წვდომა. ” მე მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემი მეგობრების დიდ ნაწილს, მეზობლებს და სხვა ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებსაც მოუხდათ რიგი სირთულეების გადალახვა ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში, საკუთარი Facebook ანგარიშების გამოყენებისას“, –  ამბობს ის. ერთ-ერთი პირველი, ვინც მას აღნიშნული პოსტი მოუწონა  Facebook – ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი იყო.

Zuck3

ეს არ არის პირველი შემთხვევა , როდესაც Facebook საჯარო მხარდაჭერას უცხადებს ლგბტ საზოგადოებას. გასული წლის ივლისში , სან-ფრანცისკოში , მარკ ცუკერბერგმა კომპანიის წამყვან თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო გეი-აღლუმში .