Satellite

ARSAT-1 — პირველი არგენტინული სატელეკომუნიკაციო თანამგზავრია, რომელიც აწყობილია ლათინური ამერიკის ტერიტორიაზე, ადგილობრივი ტექნოლოგიების გამოყენებით და წარმატებით გაეშვა გვინეადან კურუ-ის კოსმოდრომიდან.

ორბიტაზე (სიმაღლე 36 ათასი კილომეტრი) ARSAT-1 გაიყვანა ევროპულმა რაკეტა მატარებელმა „არიან-5“.

არგენტინის პრეზიდენტმა კრისტინა ფერნანდესმა აღნიშნა, რომ ASRAT-1-ის გაშვების შემდეგ, მისი ქვეყანა შევიდა სახელმწიფოების ელიტურ კლუბში, რომლებსაც შეუძლიათ საკომუნიკაციო თანამგზავრების აშენება. ამ კლუბის წევრები ასევე არიან ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ისრაელი და იაპონია.

გეოსტაციონარული თანამგზავრი იწონის 2973 კილოგრამს. მის დასამზადებლად 500 მეცნიერს დასჭირდა შვიდი წელი და 250 მილიონი დოლარი.

თანამგზავრის დანიშნულებაა ინტერნეტის სერვისების მოწოდება, ასევე ციფრული ტელევიზიის მობილური კავშირის არგენტინის, ჩილეს, პარაგვაის და ურუგვაის მოსახლეობისთვის უახლოეს 15 წელიწადში. ამას გარდა ASRAT-1 გააუმჯობესებს კავშირს სამხრეთ ნახევარსფეროსთან (კერძოდ, იმ მეცნიერებთან, რომლებიც მუშაობენ ანტარქტიდის ტერიტორიაზე).