Google -მა ჯანმრთელობის მონიტორინგის აპლიკაცია Google Fit გამოუშვა

Android Apple Google Samsung Software

Google-Fit-logo3

კომპანია Google -მა გამოუშვა აპლიკაცია Google Fit , რომლის საშუალებითაც მომხმარებელი შეძლებს აკონტრლოს თავისი ჯანმრთელობა და ფიზიკური აქტივობა. ამ ინფორმაციას Google თავის ოფიციალურ ბლოზე აქვეყნებს.

აპლიკაცია Google Fit -ის შესახებ პირველად Google I/O – ს კოფერენციაზე ივლისში დაანონსდა. დღეიდან მომხმარებელს მისი გადმოწერა  უფასოდ შეეძლება Google Play მარკეტიდან  Android 4.0 Ice Cream Sandwich და შემდგომი ვერისების მოწყობილობებითვის.

Android სმარტფონებში ან სატარებელ მოწყობილობებში (Google Glass) ჩაშენებული სენსორის დახმარებით სერვისი ავტომატურად აფიქსირებს მომხმარებლის სიარულს, სირბილსა და სხვა აქტივობებს. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა დასახოს ესა თუ ის ფიტნეს გეგმა და Google Fit -ის მეშვეობით აკონტროლოს მიღებული შედეგები.

დეველოპერების თქმით Google Fit -ში მონაცემების გადამოწმება არა მხოლოდ Android სმარტფონებითა და Android Wear მოწყობილობებით არის შესაძლებელი, არამედ კომპიუტერებითა და პლანეშეტებითაც ვებ-ბრაუზერის მეშვეობით. მომხმარებელს ასევე შეუძლია პლატფორმაში  სხვა ფიტნეს მოწყობილობებისა და აპლიკაციების ჩართვა, მაგალითად Strava, Runtastic ან Runkeeper და მათი მონაცემები Google Fit -ში იქნება ინტეგრირებული .

ტექნოლოგიების მეშვეობით ფიტნეს-აქტივობის კონტროლი ბაზარზე ერთ-ერთი ტრენდია, აპლიკაცია Health, რომელიც ასევე აერთიანებს სხვადასხვა მონაცემებს ფიტნეს-სერვისებში, iOS 8 Apple – ის ოპერაციული სისტემის ნაწილი გახდა. ანალოგიურ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს კომპანია Samsung-იც.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.