colour

WSJ.D კონფერენციაზე Apple-ის CEO ტიმ კუკმა თქვა, რომ iPod Classic-ის წარმოების შეწყვეტა გამოწვეული იყო კომპონენტების დეფიციტით.

“ჩვენ ვერსად ვერ მოვიძიეთ მაკომპლექტებელი ნაწილები მთელს დედამიწაზე” აღნიშნა მან და ასევე დაამატა “ჩემს ინტერესებში არ შედიოდა პროდუქტის წარმოების შეწყვეტა. საინჟინრო სამუშაოები რაც მის წარმოებას ჭირდება უფრო მასიური აღმოჩნდა ვიდრე მყიდეველების რაოდენობა და საგრძნობი გახდა ის რომ მისი ჩამნაცვლებლებიც უკვე არსებობს”

ძალიან ცუდია როცა ძალიან კარგი და საყვარელი პროდუქტი აღარ გამოდის. iPod Classic მიმდინარე წლის 9 სექტემბერს ამოიღეს გაყიდვებიდან, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ მისი წარმოება შეწყდა.

ასევე ნახეთ ჩვენი პირველი სტატია iPod Classic-ის წარმოების შეყვეტის შესახებ