Nexus 9, 6, და Player

Android Google

Lollipop-statue

Google-მა წარმოადგინა თავისი Nexus მოწყობილობების ახალი თაობა, Nexus 6 – უზარმაზარი ფაბლეტი 6 დიუმიანი ეკრანით და Nexus 9 – 8,9 დიუმიანი ტაბლეტი. ორივე გაჯეტი და რა თქმა უნდა მთელი Android საზოგადოება მოხარულია კიდევ ერთი სიახლით – Android 5.0 Lollipop, რომელიც ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი.

სიურპრიზის გარეშე რა თქმა უნდა აქაც არ დავრჩენილვართ და სრულიად მოულოდნელად Google-მა უცნაური სტრიმინგ მედია ფლეერი Nexus Player-წარმოადგინა, რომელიც თქვენი მაღალი გარჩევადობის ტელევიზორისთვის შესანიშნავი კომპანიონი იქნება.

Nexus ხაზის მოწყობილობები უკვე დიდი ხანია კომპანიის მიერ იწარმოება განბლოკილი სახით და წარმოადგენს მაღალი ხარისხის (high-end) გაჯეტებს Android-ის ორიგინალური (stock) ვერსიით, რომელიც არ არის “დაბინძურებული” მწარმოებლის პროგრამული დამატებებით და ოპერატორების სერვისებით. როგორც წესი ეს არის მოწყობილობები, რომლებიც განიხილება, როგორც ეტალონი სხვა მწარმოებლებისათვის, ვინც Android-ზე დაფუძნებულ მოწყობილობებს უშვებენ.

Nexus 6

N6-hero-1600

Nexus 6-ის მწარმოებელი, როგორც მოსალოდნელი იყო არის კომპანია Motorola, რომლის ყოფილი მფლობელი Google გახლდათ და საკმაოდ წარმატებული ბრენდია Android სმარტფონების ბაზარზე თავის Moto X და Moto G ტელეფონებით. ახალი Nexus თავისი ზომით Motorola-ს ყველა სმარტფონზე დიდია თუმცა ამით ის მომხმარებელს ნამდვილად ვერ გააკვირვებს, რადგანაც დიდი ზომის ტელეფონები Android-ზე დღეს უკვე არც ისე უჩვეულოა როგორც ერთ დროს იყო.

N6-moreeverything-1600

ტელეფონს აქვს 13 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელიც იგივეა რაც Moto X-ში და 3220 მა/სთ ბატარეა, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობას გაუძლებს, რაც ნამდვილად ჯობია Moto X-ს 2300-იან აკუმლატორს, რომელიც ძალიან სუსტია დღევანდელი მოთხოვნებიდან გამომდინარე. კომპანიამ ტელეფონი აღჭურვა ტურბო დამტენით, რომელიც 15 წუთში დამუხტავს აკუმლატორს და ის ამის შემდეგ 6 საათი იმუშავებს.

N6-camera-1600

სამწუხაროდ Nexus 6-ში არ არის სრული 64 ბიტიანი პროცესორი, მიუხედავად იმისა რომ Android Lollipop-ს აქვს მისი მხარდაჭერა (Snapdragon 805-ს აქვს 64-ბიტიანი ელემენტები მაგრამ ის მონაცემებს 64 ბიტიან ულუფებად არ ამუშავებს)

N6-grid1-1600

Nexus 6 უფრო ძვირი იქნება ვიდრე Moto X, რომლის საცალო ფასიც 500 დოლარია კონტრაქტის გარეშე. Nexus 6-ის ფასი 649$ იქნება და გაყიდვაში ოქტომბრის ბოლოსკენ შემოვა და თავიდან მხოლოდ 32 გბ-მეხისერებით იქნება ხელმისაწვდომი, მოგვიანებით კომპანია 64 გიგაბაიტიანი ვერსიის გამოშვებასაც გვპირდება.

Nexus 9

N9-hero-1600

Nexus 9 პლანშეტი კომპანი HTC-ის ნახელავია და დიდად არ გამოირჩევა სპეციალური ფუნქციებით და სიახლეებით, რაც მთავარია მას აქვს 64-ბიტიანი Nvidia Tegra K1 პროცესორი, 8 მეგაპიქსელიანი უკანა და 1,6 მეგაპიქსელიანი წინა კამერა. 6700 მილიამპერიანი ბატარეა და გამოვა 16 და 32 გიგაბაიტიანი ვარიანტების სახით.

N9-design-tan-1600

ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია და სავარაუდოდ ის თავის წინამორბედზე Nexus 7-ზე ცოტათი ძვირი იქნება ზომიდან და მონაცემებიდან გამომდინარე. ყველაზე თვალშისაცემი სიახლე კი არის ის, რომ მასთან ერთად გაყიდვაში შემოვა მაგნიტურად მიმარებადი კლავიატურა, რომლის ფასიც ასევე უცნობია.

N9-keyboardhigh-1600

Nexus Player

player-grid2-1600

Google-ის დაინტერესება მულტიმედია მოწყობილობებით ისევ გრძელდება და Roku-ს მსგავსი Nexus Player-მოწყობილობის გამოსვლა ყველაზე მოულოდენლი იყო კომპანიისგან. მას შემდეგ რაც მათი პროექტი Nexus Q ჩავარდა კომპანიამ გადაწყვიტა უფრო ტრადიციული და აპრობირებული მოწყობილობით გამოსულიყო ბაზარზე.

Nexus Player-ის საშუალებით შესაძლებელი იქნება ფილმების, გადაცემები და მუსიკის გაშვება თქვენს ტელევიზორებზე სერვისებიდან, როგორიცაა Netflix, Hulu და Pandora. ასევე შეძლებთ ფოტოების და ვიდეობის სხვა Android მოწყობილობებიდან გაშვებას ისევე როგორ Chromecast-ის საშუალებით. მოწყობილობა სათამაშო კონსოლის მოვალეობასაც შეასრულებს და გაუშვებს Android თამაშებს, თუმცა Google-ს ამის შესახებ ჯერ დამატებითი ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.

player-grid1-1600

Nexus Player-ში ასევე არის განხორციელებული ხმოვანი მართვა, ხმოვანი ძიება და სინქრონიზაცია Anroid მოწყობილობებთან ისე, რომ შეძლებთ დაწყებული შოუს ან ფილმის ყურების გაგრძელებას სმარტფონიდან ან პლანშეტიდან თქვენს ტელევიზორზე ან პირიქით.

player-controller-767

Nexus Player-ის ფასიც ჯერ-ჯერობით უცნობია და ასევე უცნობია ჯოისტიკის ფასიც, რომელიც სავარაუდოდ ცალკე გაიყიდება.

Android 5.0 Lollipop

lollipop-1600

Android საოპერაციო სისტემის ვერსია, რომელიც ადრე ცნობილი იყო Android L-ის სახით ოფიციალურად გამოვიდა და მასში 5 000 ახალი პროგრამირების ინტერფეისი დამეატა დეველოპერებისათვის. განახლდა ინტერფეისიც, რომელიც ცნობილია, როგორც “Material Design” და Android მოწყობილობის მოხმარების გამოცდილებას უფრო ინტუიტიურს და უფრო კოფორტულს გახდის.

devices

Lollipop-ში დაემატა რამდენიმე ინოვაციური ფუნქცია მომხმარებლისათვის:

  • სინქორნიზაცია Android ტელეფონებსა და სხვა გაჯეტებს შორის “მუსიკა, ფოტოები, აპლიკაციები და საძიებო მოთხოვენბიც ავტომატურად იქნება ყველა დაკავშირებულ მოწყობილობაზე ხელმისაწვდომი”
  • შესაძლებელი იქნება მრავალი სამომხმარებლო ანგარიშის გააქტიურება, განსაკუთრებით პლანშეტებზე სადაც ბავშევებისთვის იქნება ცლკე პროფაილი, რომ არ მოხდეს თქვენი პირადი პარამეტრების შემთხვევით შეცვლა. ასევე დაემატა “სტუმრის” რეჟიმიც.
  • დამტებითი პრივატულობის პარამეტრები, იმისთვის რომ გამოჩნდეს მხოლოდ ზოგიერთი შეტყობინება დაბლოკილ ეკრანზე, რომელიც მხოლოდ გარკვეული მომხმარებელბისათვის იქნება ხელმისაწვდომი როცა თქვენ შეხვედრაზე იმყოფებით ან კონოში ფულმს უყურებთ.
  • “აკუმლატორის დაზოგვის რეჟიმი” რომელიც გაახანგრძლივებს ავტონომიურ მუშაობს დროს დამატებით 90 წუთით.
  • უსაფრთხოებაში დაემატა მოწყობილობის განბლოკვა დაწყვილებული “სანდო მოწყობილობით” როგორიცაა ჭკვიანი საათი ან ავტომობილი.

Google-ის ახალი მოწყობილობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ოფიციალურ საიტზე

Google Nexus 9 9 5 Player

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.