Phys

ბრიტანელმა ასტროფიზიკოსებმა განაცხადეს, რომ მზის ბირთვში აღმოაჩინეს აქსიონები – რომლებიც ითვლება ბნელი მატერიის შემადგენელ ნაწილაკებად.

კვლევების შედეგების გამოქვეყნებას ავტორები გეგმავენ 2014 წლის 20 ოქტომბერს ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში.

სპეციალისტებმა კოსმოსური ტელესკოპი XMM-Newton-ის მეშვეობით აღმოაჩინეს სუსტი რენტგენული გამოსხივების კვალი დედამიწის მაგნიტურ ველში. ასეთი ტიპის გამოსხივების წყარო, მეცნიერების თქმით, შესაძლოა მზის აქსიონები იყოს, რომლებიც დედამიწის მაგნიტურ სფეროში გარდაიქმნებიან ფოტონებად. ამის შემდეგ, ასტროფიზიკოსებმა მოახერხეს დაემზირათ ნავარაუდევი პრიმაკოვის შებრუნებული ეფექტი.

Phys2

თეორიულად ნავარაუდევი აქსიონების ფოტონებად დაშლის რეგიონმა დადასტურება ჰპოვა მეცნიერების დაკვირვებებში, თუმცა დაზუსტებით აღმოჩენის შესახებ საუბარი ჯერ-ჯერობით ნაადრევია. უჩვეულოა, რომ აქსიონების რეაქციის შესახებ სტატიის დასაწერად გამოყენებული იქნა 2014 წელს გარდაცვლილი პროფესორი ჯორჯ ფრასერის, კოსმოსური კვლევების ცენტრის დირექტორის მასალები.

აქსიონი – ჯერ-ჯერობით აღმოუჩენელი ნაწილაკია, რომელიც იძლევა კვანტური ქრომოდინამიკის CP-პრობლემის გადაჭრის საშუალებას. ამ პრობლემის გადასაჭრელად 1970-იანი წლების მეორე ნახევარში რობერტო პეჩინი და ჰელენ ქვინმა შემოიღეს კვანტურ ქრომოდინამიკული აქსიონი, რომელიც ეფექტურად გადაჭრის CP-პრობლემას.

ნაწილაკი, ითვლება, რომ უნდა იშლებოდეს წყვილ ფოტონად. თეორიის მიხედვით, აქსიონს ძალიან მცირე მასა აქვს, თვითონ ნაწილაკი კი თითქმის არ ურთიერთქმედებს ბარიონულ მატერიასთან. ამ დროისთვის ლაბორატორიებში მიმდინარეობს ასეთი ტიპის ნაწილაკების ძიება, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.