Quantum

მეცნიერებმა, ავსტრალიიდან და იაპონიიდან კუბიტის  ახალი ფიზიკური რეალიზაციის გამოყენებით, კვანტური გამოთვლების სფეროში ახალი რეკორდი დაამყარეს. კვლევის შედეგები მათ ჟურნალ Nature Nanotechnology.

სპეციალისტებმა შექმნეს კუბიტის განსაკუთრებული რეალიაცია – კუბიტი, კლასიკური ბიტის კვანტური განზოგადოებაა. ეს ბლოკები კვანტური კომპიუტერის ძირითად ელემენტებს წარმოადგენენ. მეცნიერების მიერ მიღებულ კუბიტის თითოეული ფიზიკურ რეალიზაციას, შეუძლია კვანტური პროცესის განხორციელება 99 პროცენტი სიზუსტით.

მეცნიერების ჯგუფმა შეძლო შეექმნა „მონვეტ“-ის სტრუქტურის კვანტური ანალოგი – საველე ტრანზისტორების განსაკუთრებული ტიპი, რომლებშიც მეტალი და ნახევრადგამტარი გაყოფილია სილიკონის დიოქსიდით. საკუთარ სამუშაოებში მეცნიერებმა გამოიყენეს სილიკონი-28-ის სტაბილური იზოტოპი სპინის ნულოვანი მაჩვენებლით.

კვანტური კომპიუტერი წარმოადგენს გამომთვლელ მანქანას, რომელიც მუშაობაში იყენებს კვანტურ კანონებს. ითვლება, რომ ასეთი ტიპის კომპიუტერების შექმნა მიგვიყვანს გამოთვლით სფეროში საგრძნობ პროგრესამდე, ხოლო კვანტური კომპიუტერების გამოთვლითი შესაძლებლობები გაცილებით აღემატება თანამედროვე გამოთვლების შესაძლებლობებს.

წყარო: nature.com