Fiber_Optics

მეცნიერებმა ჰოლანდიიდან, ა.შ.შ და ჩინეთიდან შექმნეს ახალი ტიპის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომელსაც შეუძლია გაატაროს ინფორმაცია 255 ტარაბაიტი წამში სიჩქარით. ავტორებმა კვლევების შედეგები ჟურნალ Nature Photonics-ში გამოაქვეყნეს.

ახალი მასალის გამტარუნარიანობა თანამედროვე კაბელებზე 21-ჯერ მაღალია, რომელთა მაქსიმუმიც წამში დაახლოებით რვა ტერაბაიტს წარმოადგენს. მეცნიერების კვლევების თანახმად, ინფორმაციის სიჩქარის გადაცემის გაზრდის მოთხოვნილება, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.

ამის მიუხედავად, დიდი მოცულობის მონაცემების ოპტიკურ პოჭკოვანი კაბელებით გადაცემა საკმაოდ შეზღუდულია დანაკარგების გამო, რომელიც დაკავშირებულია წრფივი ოპტიკის კონენებიდან გამომდინარე გათიშვებისგან.

ჩვეულებრივი ოპტიკურ-პოჭკოვანი კაბელის შიგთავსი წარმოადგენს ცილინდრს, რომელიც პლასტმასისა და შუშისაგან შედგება, ის კაბელის მთელს სიგრძეზე გადის და გარშემორტყმულია გარემოთი, რომლის ოპტიკური მახასიათებლებიც, არ აძლევს შუქს საშუალებას დატოვოს მისი საზღვრები.

მკვლევარების თქმით, მათ შეძლეს ერთი შიგთავსის ნაცვლად, ისე როგორც ეს სტანდარტულ შემთხვევაში გამოიყენება, მათ აამოქმედეს შვიდი. ამას გარდა, ახალ ბოჭკოში შემოტანილია ორი დამატებითი განზომილება.

სპეციალისტებმა ასევე გამოიოყენეს ტექნოლოგია, რომელიც იძლევა ერთ ბოჭკოში რამოდენიმე სიხშირის ამოქმედების საშუალებას, რომელთაგან თითოეულსაც გადააქვს ცალკეული ინფორმაცია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კაბელის ზომა მთლიანობაში თითქმის არ შეცვლილა.

წყარო: Nature