Header2

მობილური მოწყობილობები, შესაძლოა, შემდეგი სერიოზული პლატფორმა იყოს ვიდეო თამაშებისთვის. რა თქმა უნდა, Google Play-ში პირველ ადგილზე უფასო აპლიკაციების ზოლი დარჩება, რომელიც სავსეა შემთხვევითი, დროის მოსაკლავი თამაშებით.

Andoid-ის მფლობელებს შეუძლიათ რამდენიმე დოლარად წვდომა იქონიონ გასაოცარ ბიბლიოთეკასთან. გთავაზობთ თამაშების ათეულს, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს დროსა და ბიუჯეტს.

1. Baldur’s Gate

Baldurs Gate

[pb-app-box pname=’com.beamdog.baldursgateenhancededition’ name=’Baldur’s Gate Enhanced Edition’ theme=’discover’ lang=’en’]

თუ მოგწონს RPG,  მაშინ ეს თამაში განახებს საიდან იწყება ყველაფერი..:))  Google Play-ში Balder’s Gate-ის ფასია 9,99 დოლარი, რაც მეტისმეტად მოგვეჩვენება. თუმცა, ფასი განპირობებულია იმით, რომ აპლიკაცია შეიცავს ორიგინალი თამაშის სრულს ვერსიას და ამასთანავე, დამატებულია რამდენიმე გაფართოება.

 

2. Minecraft – Pocket Edition

minecraft-pocket-edition

[pb-app-box pname=’com.mojang.minecraftpe’ name=’Minecraft – Pocket Edition’ theme=’discover’ lang=’en’]

რამდენიმე წლის წინათ სასაცილო იდეა იყო, რომ Minecraft გეთამაშა მობილურ მოწყობილობაში, ასევე, წარმოუდგენელი იყო მისი კომპიუტერში თამაში. დღეისათვის კი Mojang-ის დეველოპერებმა შექმნეს ამ თამაშის მობილური მოწყობილობისათვის თავსებადი ვერსია. მისი ფასია 6,99 დოლარი.

 

3. The Room

The Room

[pb-app-box pname=’com.FireproofStudios.TheRoom’ name=’The Room’ theme=’discover’ lang=’en’]

The Room – ეს იყო პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ მიგეღო მობილური მოწყობილობა, როგორც სერიოზული გეიმინგ პლატფორმა. მექანიკისა და პაზლების კომპლექსურობა, მკაფიოდ შექმნილი დიზაინი ხელსაყრელი პირობაა სენსორულ ეკრანზე სათამაშოდ. თუ ერთი თამაში არ აღმოჩნდა საკმარისი, შეგიძლია შეიძინო მეორეც, The Room Two.

[pb-app-box pname=’com.FireproofStudios.TheRoom2′ name=’The Room Two’ theme=’discover’ lang=’en’]

 

4. Machinarium

Machinarium

[pb-app-box pname=’air.net.machinarium.Machinarium.GP’ name=’Machinarium’ theme=’discover’ lang=’en’]

Machinarium ჯერ კიდევ ერთ-ერთ საუკეთესო სათავაგადასავლო თამაშად რჩება. ასევე, ის ლამაზად ითარგმნება მობილურზე სათამაშოდ. განსაკუთრებულად მარტივი სათამაშოა Android მოწყობილობების დიდ ეკრანებზე, სადაც კიდევ უფრო მარტივი საგნებზე თვალის დევნება და სწრაფად ნავიგაცია. თამაშის ღირებულებაა 4,99 დოლარი.

 

5. The Cave

the-cave31

[pb-app-box pname=’com.doublefine.thecave’ name=’The Cave’ theme=’discover’ lang=’en’]

Double Fine Productions-მა დაამტკიცა საკუთარი ძალა, როგორც თამაშების შემქმნელისა და The Cave იყო შესანიშნავი შესვლა პაზლების ჟანრში. სახელწოდებიდან გამომდინარე, მოგიწევს იცხოვრო გამოქვაბულში; თავგადასავლებით გამოიმუშავებ გარკვეულ განსაკუთრებულ უნარებს და იქმნი საკუთარ გზას. პერსონაჟების თითოეული განსხვავებული კონფიგურაცია ნიშნავს შესწავლის, გამოცდილების მიღების განსხვავებულ გზას. თამაში ხელმისაწვდომი იყო კონსოლებში, მაგრამ ასევე, გადასახლდა Android მოწყობილობებში 4,99 დოლარად.

 

6. rymdkapsel

rymdkapsel

[pb-app-box pname=’com.grapefrukt.games.rymdkapsel1′ name=’rymdkapsel’ theme=’discover’ lang=’en’]

ეს არის ფავორიტი მობილური თამაშის რელიზი 2013 წლიდან.  შექმენი სადგური, რომელიც დაიცავს შენს ეკიპაჟს და დაიცავს მტრების შემოტევისგან. სხვა კოსმოსში შექმნილი თამაშებისგან განსხავებით, rymdkapsel-ს აქვს განსაკუთრებული კომბინაცია ფერებისა და მინიმალიზმის. თამაში ხელმისაწვდომია 3,99 დოლარად. ეს არის საყვარელი მაგალითი, იმისა, თუ როგორ ხვდებიან სტრატეგია და დიზაინი ერთმანეთს.

 

7. Out There

Out There

[pb-app-box pname=’com.miclos.google.games.outthere’ name=’Out There’ theme=’discover’ lang=’en’]

Out There არის კიდევ ერთი ზღაპარი კოსმოსში სიკვდილს გადარჩენაზე. ჟანრი აქამდე ძალიან ბევრჯერ გვინახავს, მაგრამ ეს მაგალითი უნიკალურია ხელოვნების სტილით, რომელიც აღებული კომიკური წიგნებიდან. თამაში ხელმისაწვდომია 3.99 დოლარად.

 

8. Leo’s Fortune

Leos Fortune

[pb-app-box pname=’com.leosfortune’ name=’Leo’s Fortune’ theme=’discover’ lang=’en’]

თამაშის პერსონაჟი, ლეო, დაიკარგა აურაცხელი რაოდენობის ოქროში. თავის გზაზე ლეო გადაკვეთს მრავალ დაკლაკნილ ლეველს. თამაშის ტრეილერი შექმნილია Brett Doar-ის მიერ; OK Go-ს “This Too Shall Pass” მუსიკალური ვიდეოს მსგავსად.

 

9. Monument Valley

Monument Valley

[pb-app-box pname=’com.ustwo.monumentvalley’ name=’Monument Valley’ theme=’discover’ lang=’en’]

ეს არის ustwo-ს მიერ შექმნილი ტვინის საჭყლეტი სივრცული პაზლი. პაზლი წარმოგვიდგენს ოპტიკური ილუზიის მექანიზმებს. თამაში შეგიძლიათ იყიდოთ 3,99 დოლარად.

 

10. Five Nights at Freddy’s

Five Nights at Freddys

[pb-app-box pname=’com.scottgames.fivenightsatfreddys’ name=’Five Nights at Freddy’s’ theme=’discover’ lang=’en’]

თამაშის კონცეფცია მარტივია: შენ ხარ პიცერიის ღამის ცვლის დაცვის თანამშრომელი და გევალება სიკვდილს გადაურჩე. არასოდეს იცი, როდის დაგიკაკუნებს სისხლს მოწყურებული პერსონაჟი. თამაში პატარაა და მარტივია გადაითამაშო. თამაშის დემო ვერსია უფასოა, სრული ვერსია კი ხელმისაწვდომია 2,99 დოლარად.