dora__s_inner_thoughts_by_madeinkobaia-d4iblxl

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ალგორითმი, რომელიც იძლევა ადამიანის „შიდა ხმის“ გაშიფვრის საშუალებას – სიტყვების, რომლებსაც ადამიანი აზრებში წარმოთქვამს. ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ საუბრის აღქმისას და საკუთარ თავში მათი წარმოთქმისას ერთი და იგივე ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმები მუშაობს წამატებით დადასტურდა. ჩატარებული კვლევების შესახებ მეცნიერები მოყვნენ ჟურნალ Frontiers in Neurogenging-ში.

კალიფორნიელმა ნეიროფიზიოლოგებმა ჩაიწერეს შვიდი ეპილეფსიის მქონე პაციენტის თავის ტვინის აქტივობა (მათ თავზე მოხდა ელექტროდების იმპლანტირება). მოხალისეებს ეკრანზე აჩვენეს აბრაამ ლინკოლნის გეტისბერგის მიმართვა, ასევე ჯონ კენედის საინაგურაციო მიმართვდა. თითოეულ პაციენტს სთხოვეს წაეკითხათ ტექსტი თავდაპირველად ხმამაღლა ამის შემდეგ კი თავისთვის, ბოლოს კი მისცეს მითითება, რომ არაფერი გაეკეთებინათ.

OvertCovertSpeechReconstruction

როდესაც გამონათქვამებს და ლექსებს ხმამაღლა კითხულობდნენ, იქმნებოდა ელექტროენცეფალოგრამა, რომელიც აჩვენებდა, თუ ტვინის რომელი ნეირონები ირთვებოდა კონკრეტული სიტყვებისგან. ამ მონაცემებზე დაყრდნობით იქმნებოდა სპექტროგრამა (ხმოვანი სიგნალების ვიზუალიზაცია), და მათი მიხედვით კი სპეციალური პროგრამა, რომელიც მორგებული იყო კონკრეტული ადამიანის ტვინზე, კითხულობდა საწყის ტექსტს.

როდესაც ასეთი „დეკოდერი“ გამოიყენეს პაციენტების ტვინის აქტივობისას, რომლებიც თავის თავზე კითხულობდნენ ტექსტს, მან ასევე წარმატებით შეძლო საწყისი სიტყვების წარმატებით გარჩევა – ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ მან შეძლო ადამიანების აზრების წაკითხვა.

მართალია ჯერ-ჯერობით ალგორითმი სრულყოფისაგან საკმაოდ შორსაა, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ შექმნან, „პროტეზი“ პარალიზებული ადამიანებისათვის, რომლებმაც დაკარგეს მეტყველების უნარი. პაციენტები იფიქრებდნენ, მოწყობილობა კი გადათარგმნიდა შიდა საუბარს გარშემომყოფებისათვის.

წყარო: Newscientist