pic_03f728b27472f7e4b999cc87e0e9c488

ადამიანის სუნის სიყვარული, გამოხატული გენეტიკურ დონეზე გახდა მიზეზი იმისა, რომ სისხლისმწოველი მწერების წინაპრები გადაერთვნენ ადამიანზე და გახდნენ სასიკვდილო დაავადებების გადამტანნი. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კვლევების ავტორები, რომლებმაც საკუთარი ნაშრომი ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნეს.

კოღოებს ყოველთვის არ ესაჭიროებოდათ ადამიანის სისხლი – მათ წინაპრებს ერჩივნათ საკვები ნივთიერებების ტყის ცხოველებისგან მიღება. თუმცა რამდენიმე ათასი წლის წინ კოღოების ნაწილმა გააკეთა ევოლუციის თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებული რაციონის ცვლილება.

„ჩვენი ცხოვრების სტილი კოღოებისთვის იდეალურია. ადამიანის საცხოვრებელ ადგილას ყოველთვისაა წყალი, სადაც მწერებს შეუძლიათ გამრავლება, ჩვენი სხეული არ არის დაფარული ხშირი ბეწვით, ასევე ვცხოვრობთ კოლექტიურად“, – აღნიშნავს სტატიის ერთ-ერთი ავტორი ლესლი ფოსჰალი. თუმცა მწერებს მოუწიათ შეჩვეოდნენ ადამიანთან ერთად „თანაცხოვრებას“ მათ სახლებში, ასევე ჭიქებში და სუფთა წყლით სავსე კასრებში (და არა ჭუჭყიან წყალში, რომელიც მათთვის ჩვეული იყო აქამდე).

იმისათვის რომ გავიგოთ ადამიანისა და კოღოს ევოლუციური „რომანი“ ფოსჰოლმა და მისმა კოელგებმა მიმართეს გენეტიკას. მეცნიერებმა დიდი ხნის წინ მიაქციეს ყურადღება იმას, რომ კენიის სოფელ რაბაიში რამდენიმე ასეული მეტრის მანძილზე ორი სხვადასხვა ქვესახეობის კოღოები შავი Aedes aegypti formosus კვერცხებს ტყეში დებენ და იკვებებიან მხოლოდ ცხოველის სისხლით. ნაცრისფერი Aedes aegypti aegypti კი გამრავლებისათვის იყენებენ წყლით სავსე რეზერუარებს და სვამენ ადამიანის სისხლს. „კენიის ეს მცირე სოფელი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა ხდებოდა ათასობით წლების წინ.“ – ამბობს ფოსჰოლი.

იმისთვის რომ განისაზღვროს გენები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანზე მიჯაჭვულობაზე, მეცნირებმა შეაჯვარეს ორივე ქვესახეობის წარმომადგენელი, რის შემდეგაც მოახდინეს ჰიბრიდების უპირატესობის მინიჭების ანალიზი. აღმოჩნდა, რომ ადამიანის სისხლის მოყვარული კოღოების ორგანიზმში აღმოჩნდა მეტად აქტიურად გამოხატული 14 გენი, პირველ რიგში Or4, აღქმის ერთ-ერთი რეცეპტორის გენი.

მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ Or4 უნდა რეაგირებდეს გარკვეულ სუნზე. იმისათვის, რომ ზუსტად განესაზღვრათ ნივთიერება, მათ მოხალისეებს სთხოვეს ეტარებინათ კოლგოტი ერთი დღე ღამის განმავლობაში, შემდეგ მოათავსეს ეს ჩასაცმელი სპეციალურ მანქანაში, რომელიც ყოფს სუნს ცალკეულ ქიმიურ კომპონენტებად. ნაჭერში, რომელიც ჩააცვეს ზღვის გოჭებს (ექსპერიმენტის მონაწილე მეორე ჯგუფი), არ იყო ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი – სულკატონი. მეცნიერებმა განსაზღვრეს, რომ სწორედ მის გამო არის კოღოებისათვის ადამიანის სუნი მიმზიდველი. თუმცა როდესაც ეს კომპონენტი დაამატეს ზღვის გოჭის სხეულზე ისინი კოღოებისათვის მიმზიდველი არ გახდნენ. ამ დროისთვის მეცნეირები ეძებენ სხვა კომპონენტებს, რომლებზეც უნდა რეაგირებდნენ მწერები.

წყარო: Nature