pic_1ec8ad853ec5c784101ce1d3a9deebef

მეცნიერთა საერთაშორისო კოლექტივმა გამოიკვლიეს ორივე სქესის 18 გარდაცვლილი ადამიანის ყნოსვითი მგრძნობელობა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქალების ყნოსვა კაცების ყნოსვაზე მეტად მგრძნობიარეა. კვლევების შედეგები ავტორებმა ჟურნალ PLoS ONE-ში გამოაქვეყნეს.

ჯამში სპეციალისტებმა იმუშავეს შვიდ მამაკაცზე და 11 ქალბატონზე, რომლებიც 55-94 წლის ასაკში გარდაიცვალნენ. არცერთი მათგანი არ მუშაობდა პარფიუმერიის მაღაზიაში, კულინარიის სფეროში ან სხვა ნებისმიერ სფეროში, რომელიც დაკავშირებულია ყნოსვის ხშირ გამოყენებასთან.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს ტვინის ყნოსვითი ცენტრი, მათში ნეირონების ჯამური რაოდენობის გამოსარკვევად. ქალის თავის ტვინში ამ მონაკვეთის სრული წონა, საშუალოდ 0,132 გრამი გახლდათ, მამაკაცების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 0,05 გრამით მეტია.

თუმცა ქალებში აღმოაჩინეს მეტი რაოდენობით ნერვული უჯრედები – 16,2 მილიონი მამაკაცებში კი ეს რაოდენობა მხოლოდ 9,2 მილიონს შეადგენდა (43 პროცენტით ნაკლები). სხვა ტიპის უჯრედები (არა ნეირონები) ქალების უფრო მეტი აღმოჩნდა: 9,3 მილიონი 5,7 მილიონი კი მამაკაცებში.

აღნიშნულმა დაკვირვებამ მეცნიერებს მისცა საშუალება გაეკეთებინათ დასკვნები იმის შესახებ, რომ საშუალოდ ქალბატონებს უფრო მეტად მგრძნობიერე ყნოსვა აქვთ ვიდრე მამაკაცებს. ჰიპოთეზის სახით, რომელიც ახსნიდა ამ განსხვავებას, მეცნიერებმა შემოგვთავაზეს შემდეგი რამ, რომ ქალბატონებს ესაჭიროებათ მკვეთი ყნოსვა რეპროდუქციული და დედობრივი ფუნქციების რეალიზაციისათვის.

წყარო: plosone.org