Messenger

უცნაური და ჩახლართული Android SMS აპლიკაციების ისტორია გრძელდება და დღეს Google-მა ახალი Messenger აპლიკაცია გამოაქვეყნა Google Play-ში. უფასო აპლიკაცია SMS და MMS შეტყობინებებს ამუშავებს, მატერიალური დიზაინის საშალებით. ჯერ იყო Messaging, Google Voice და Google Chat; შემდგომში მხოლოდ Hangouts და ახლა უკვე ორი აპლიკაცია ისევ.

რატომ ახალი აპლიკაცია? მოდით ვანხოთ რა წერია მის აღწერაში:

  • სწრაფი გაზიარება: შეარჩიეთ ან გადაიღეთ სურათები და ვიდეოები პირდაპირ აპლიკაციიდან. თქვენ შეგიძლიათ ასევე აუდიო შეტყობინებების გაგზავნა თქვენი კონტაქტებისთვის.
  • სწრაფი ძიება: კონტაქტებში და დიალოგებში, იპოვეთ ზუსტად ის რასაც ეძებთ.
  • მორგებული დიზაინი: ახალი, დენადი, მატერიალური დიზაინი, რომელიც ინტუიციური და მოხერხებულია.
  • უფრო მეტი კონტროლი: შეგიძლიათ SMS-ის გამომგზავნების დაბლოკვა.
  • მეტი ფუნქციონალი: აუდიო მესიჯები, ემოჯის მხარდაჭერა, :smiley:, ფერადი ტექსტური დიალოგები, წერილების დაარქივება და ბევრი სხვა რამ…

ლოგიკას თუ მივყვებით კარგი იყო SMS და MMS შეტყობინებების Hangouts აპლიკაციაში ინტეგრაცია, რითაც ყველა შეტყობინების  სანახავად ერთი ადგილი იყო განკუთვნილი. ახლა Google გვთავაზობს ცალკე აპლიკაციას და ჩნდება კითხვა, რატომ შემოგვთავაზ Google-მა თავიდან ყველაფერი ერთ აპლიკაციაში და ახლა ცალკე ალტერნატივასაც გვთავაზობს? მოკლედ პასუხი მარტივია და გენიალური, როგორც ჩანს Android-ის სისტემური SMS აპლიკაციის განახლებას კომპანიამ ახალი Messages ამჯობინა, რომელიც ზემოთ აღნიშნული ფუნქციონალით არის გამორჩეული.

თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ Messenger აპლიკაცია Google Play-დან სრულიად უფასოდ და თქვენ თვითონ გამოსცადოთ.