2610.4759-facebook-e-mark

მსოფლიოში უმსხვილეს სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოჩნდა ღილაკი, რომელზე დაჭერითაც მომხმარებელი შეძლებს ებოლას დასამარცხებლად შექმნილ საქველმოქმედო ორგანიზაციებში თავისი წვლილის შეტანას – იტყობინება Facebook.

Facebook გვერდის კედელზე, news feed -ის ზევით იქნებიან წარმოდგენილი : წინადადება-დავამარცხოთ ებოლა, ღილაკი შემოწირულობისათვის, საერთაშორისო წითელი ჯვარი და ორგანიზაცია Save the Children  . ეს ფუნქცია მომხმარებლისთვის ხელმისწავდომი 6 ნოემბრიდან გახდა.

Facebook ასევე უფასო რეკლამის სახით რეკომენდაციას უწევს ორგანიზაცია იუნისეფს (UNICEF) იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში არიან დაფიქსირებული ებოლას ვირუსით. ამას გარდა კომპანია უზრუნველყოფს სამედიცინო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს 100 სატელიტური მაუწყებლობითა და ხმოვანი კავშირით : გვინეაში ლიბერიასა და სირეა-ლეონეში. facebook- ის თქმით ეს უზრუნველყოფს მედიკოსებისა და პაციენტების უწყვეტ კავშირს შორეულ რეგიონებში.

Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა პირადად 25 მილიონი დოლარი გაიღო ამ ეპიდემიის წინაამედ საბრძოლველად. მან თავის მეუღლესთან ერთად გააგზავნა ეს შემოწირულობა ა.შ.შ-ში არსებული ებოლას კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრებში. ასევე Microsoft-ის თანადამფუძნებელმა პოლ ალენმა 100 მილიონ დოლარზე მეტი გადარიცხა ებოლას წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში.

ებოლას ე.წ აფეთქება დაფიქსირდა გვინეაში 2014 წლის თებერვალში, შემდეგ ვირუსი გავრცელდა აფრიკის ქვეყნებში : სერა-ლეონეში,ლიბერიაში,ნიგერიაში,დემოკრატიულ რესპუბლიკა კონგოსა და სენეგალში. ასევე ცხელების ინდივიდუალური შემთხვევები დაფიქსირდა ა.შ.შ-სა და ევროპაში. ჯანდაცვის მონაცემებით ამ ვირუსით რვა ქვეყანაში 4951 ადამიანი დაიღუპა  და სულ 13567 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.

თუმცა შემოწირულობების მაჩვენებლი ამ დროისთვის ძალიან მცირეა, იმასთან შედარებით რასაც საქველმოქმედო ორგანიზაციები იღებენ ბუნერივი კატასტროფების თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, ამერიკულმა წითელმა ჯვარმა ამ დროისთვის მხოლოდ 3,7 მილიონი დოლარის მოზიდვა შეძლო ებოლას წინააღმდეგ საბრძოლველად, მაშინ როცა 2010 წელს მიწისძვრის შემდეგ მიიღო 486 მილიონი დოლარის შემოწირულობა და 2013 წელს ტაიფუნი ჰაიანის შემდეგ კი 88 მილიონი დოლარი.

Facebook-adds-Ebola-charity-button

Facebook-მა  სპეციალური ღილაკი Donate Now გასული წლის დეკემბერში შემოიღო არაკომერციულ ორგანიზაციებში შემოწირულობის ჩარიცხვის მიზნით. როგორც წესი ეს ღილაკი ჩანს არაკომერციული ორგანიზაციების პოსტებთან ერთად სიახლეების ზოლში. მომხმარებელს შეუძლია Facebook-დან გამოსვლის გარეშე დააჭიროს ღილაკს ,შეიყვანოს გადახდისთვის საჭირო ინფორმაცია და გადაურიცხოს სასურველი ოდენობის თანხა ორგანიზაციას. ამას გარდა შეუძლია ორგანიზაციის ჩანაწერი განათავსოს თავის კედელზე, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება უფრო მეტი შემოწირულობის შეგროვება.