iOS 8 Jailbreak – Apps & Tweaks

Apple

wue6zkb5yodjrfwy9oz9

iOS 8 უკვე დააჯეილბრეიქეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა მასში დავამატოთ ტვიკები, ჰაკები და აპლიკაციები. უამრავი კლასიკური ჯეილ-აპლიკაცია განახლდა iOS 8-ის მხარდაჭერით და რა თქმა უნდა გამოჩდა ახლებიც.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯეილბრეიქი მოდიდან გადის და ეს მას შემდეგ რაც Apple-მა ძალიან ბევრი ფუნქცია დაამატა, რითაც დამატებითი აპლიკაციების საჭიროება ნელ-ნელა ქრაბა. ჯეილბრეიქის საჭიროება თითქმის არ არის, თუმცა შეიძლება მოიძებნოს აპლიკაცია ან ფუნქცია, რომლის გამოც ამ ნაბიჯის გადადგმა გამართლებული იყოს.

UntetheredHeySiri

wcf9qhfwyxwfwqnlmwb2

“Hey Siri” ფუნქცია iOS 8-ში საშუალებას იძლევა გავააქტიუროთ Siri ღილაკზე დაჭერის გარეშე ხმოვანი ბრძანების გამოყენებით. ეს ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ მასზე წვდომა აქტიურია მხოლოდ მაშინ, როცა ის დამტენ მოწყობილობაზეა მიერთებული. UntetheredHeySiri საშუალებას გაძლევთ ამ ბრძანების გამოყენებას ნებისმიერ ვითარებაში.

HideMe8

awjsafdtgqtuyyxjjvbe

გინდათ რომელიმე ინტერფეისის ელემნტი დამალოთ? HideMe8-საშუალებას მოგცემთ შეცვალოთ უამრავი პარამეტრი. შეგიძლიათ დამაოლოთ ბეიჯები, ინტერფეისის ელემენტბი, შეცვალოთ თარიღის ტექსტი, გამოცვლოთ დაბლოკილი ეკრანის ელემენტბი, გადააწყოთ Control Center და კიდევ უამრავი რამ. მოკლედ პატარა ცვლილებებით დაწყებული და ინტერფეისის სრული გადაწყობით დამთავრებული HideMe8-ს უნიკალური ფუქნციონალია.

Activator

u5dpc31qj4uufn9s5rgc

Activator დიდი ხანია ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო აპლიკაციაა დაჯეილებული iOS-თვის, რომელიც iOS 8-შიც არ კარგავს აქტუალობას. მისი დახმარებით შეძლებთ დაამატოთ თქვენი ატივობები ჟესტებისთვის და ღილეკებისთვის. მაგალითისთვის, თუ გინდათ რომ გაუშვათ გარკვეული აპლიკაცია სამი თითის გასმით. ასევე შეგიძლიათ Home ღილაკზე მოკლე დაჭერით ჩართოთ კამერა. ამ აპლიკაციის შესაძლებლობები უთვალავია, ამიტომაც გირჩევთ დააყენოთ და გამოსცადოთ.

F.lux

hq80nu2hwogxcbprwlvt

 

ამ აპლიკაციის დახმარებით თქვენი iOS მოწყობილობა ავტომატურად შეცვლის ფერების ტემპერატურას დღის განმავლობაში და საღამოს ეკრანი უფრო თბილ ფერებზე გადავა რომელიც უკეთესი კითხვადობით გამოირჩევა.

Winterboard

w9mxo7qnwuraoxtjvrdd-2

 

Winterboard არის ყველაზე კარგი საშუალება შეცვალოთ თქვენი iOS-ის დიზაინი, რომელიც უკვე iOS 8-ის სრული მხარდაჭერით გამოვიდა. თქვენ შეძლებთ შეცვლაოთ საოპერაციო სისტემის სრული თემა, ხატულეები და ნებისმიერი ნახატი შეცვალოთ თქვენი საკუთარი ვარიანტით.

CCSettings

fyxovvswthkmfpko6yy4

CCSettings საშუალებას მოგცემთ შეცვალოთ თვენი Control Center დამატებითი პარამეტრებით. იმის ნაცვლად, რომ გქონდეთ მხოლოდ რამდენიმე ოფცია, თქვენ შეძლებთ დაამატოთ VPN-ის და პერსონალური WiFi დაშვების წერტილის ჩართვასაც. CCSettings მნიშვნელოვანი გახდა მას შემდეგ რაც გამოჩნდა Control Center და ის ერთ-ერთი პოპულარული ჯეილ-აპლიკაციაა.

MyWi

z8p8lrryvhrv54t13d70

 

MyWi დაამატებს WiFi ჰოთსპოტის ფუნქციონალს იმისდა მიუხედავად კრძალავს თუ არა თქვენი მობილური ოპერატორი ამის საშუალებას. ეს აპლიკაცია ფასიანია და 20$ ღირს, თუმცა საქართველოში მისი გამოყენება, როგორც ვიცი საჭირო არ არის.

Netflix++

emutftelwmqkvb4rpmll

Netflix-ის ყურება თქვნს iOS მოწყობილობაზე შესანიშნავია, მაგრამ ყველაზე დიდი დანაკლისი რაც მას აქვს ეს არის ფილმების თრეილერების მხარდაჭერა. Netflix++ აპლიკაციაში თრეილერებს დაამატებს, რითაც ფილმის წინასწარ დათვალიერების საშუალებას მოგცემთ.

ForceGoodFit

cg2zkj2k39g467ilpulx

თუ თქვენ iPhone 6 ან 6 Plus-ის დაჯეილებული ვარიანტი გაქვთ, შესაძლოა გქონდეთ პრობლემები უამრავ აპლიკაციასთან, რომლებიც არ განახლებულა ახალი უფრო დიდი ეკრანის მხარდაჭერით. ForceGoodFit ოპტიმიზაციას გაუკეთებს ნებისმიერ ასეთ აპლიკაციას და მას უფრო კომფორტულს გახხდის.

iFile

obo6enbopksnulfmukox

 

iFile არის ფაილური მენეჯერი iOS მოწყობილობებისთვის. მას შეუძლია თქვენი მოწყობილობის ნებისმიერ ფაილის დანახვა და დათვალიერება ასევე ფაილების კოპირება და ნებისმიერი ოპერაციის შესრულება მათზე. შეძლებთ გახსნათ ZIP არქივები ასევე შემოიტანოთ თქვენს მუსიკალურ ბიბლიოთეკაში ნებისმიერი MP3.

PrefDelete

Jailbereak-ის თავისებურებებიდან გამომდინარე, Cydia-დან დაყენებული აპლიკაციების წაშლა ისევ Cydia-ს საშუალებით ხორციელდება. PrefDelete-ის შემთხვევაში ამის გაკეთება პირდაპირ Settings აპლიკაციიდან გახდება შესაძლებელი.

SwipeSelection

ტექსტის მონიშვნა iOS-ში ჯერ კიდევ ძალიან მოუხერხებელია და კურსორის იმ სიმბოლოზე მოთავსება რომელზეც გსურთ შეიძლება სერიოზული ნერვების ფასიც კი დაგიჯდეთ. SwipeSelection საშუალებას გაძლევთ ტექსტთან ურთიერთობა გაიმარტოვოთ და მონიშნოთ სასურველი სიტყვები და სიმბოლოები უბრალოთ თითის გასმით.

Slide2Kill8

ybfcpzcjkbetojbwvwqq

არ გინდათ, რომ მრავალამოცანიანობაშ უამრავი აპლიკაცია გქოდეთ? ან დახუროთ ყველა გაშვებული აპლიკაცია? Slide2Kill8 საშუალებას მოგცემთ ეს ერთი ხელის გასმით გააკეთოთ.

DetailedBatteryUsage

jjb5dhvyyp4npkzbcbs9

Apple-ის ახალი ბატარეის მოხმარების სექცია ნამდვილად კარგად გამოიყურება, თუმცა უფრო დეტალური მონაცემების მისაღებად გირჩევთ გამოიყენოთ DetailedBatteryUsage აპლიკაცია.

Bytafont

oxszj5fzbesykk7s7uzo

 

Bytafont არის ყველაზე მარტივი და გსაგები აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ინტერფეისის შრიფტების შეცვლას.

Flurry

lqnth1ta7exz3mv3mu3b

iOS 8 სავსეა უამრავი გამჭვირვალობის ეფექტებით. ზოგიერთ მომხმარებელს ეს ძალიან აღიზიანებთ და სწორედ მათთვის არის Flurry – აპლიკაცია, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეცვალოთ ამ გამჭვირვალობის დონე თქვენთვის მისაღებ მნიშვნელობამდე.

BioLockDown

bbr347gwk1dcwnx3tpef

თითის ანაბეჭდების სკანერი, რომელიც თქვენს iOS მოწყობილობას აქვს შეგიძლიათ გამოიყენოთ აპლიკაციებზე წვდომის გასაკონტოლებლად. სწოერდ ამისთვის გამოგადგებათ აპლიკაცია BioLockDown.

რა თქმა უნდა iOS 8-ის ფუნქციონალის გაფართოება ამ აპლიკაციებით არ შემოიფარგლება და Cydia-ში არის კიდევ უამრავი მსგავსი უტილიტა, მე მაინც შევეცადე მათ შორის ყველაზე საინტერესოები მეჩვენებინა თქვენთვის.

ასევე მინდა დავამატო, რომ ჯეილბრეიქი არ არის რეკომენდებული ოპერაცია და ნეგატიურად მოქმდედებს სმარტფონის სტაბილურობაზე და უსაფრთხოებაზე. ამიტომაც გაითვალისწინეთ თუ რა მსხვერპლის გაღება მოგიწევთ დამატებითი ფუნქციონალის მიღებისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.