Meteor

NASA-იმ წარმოადგინა რუქა, რომელზეც დედამიწის ატმოსფეროში შემოსული ასტეროიდები წერტილების სახითაა  წარმოდგენილი. კვლევებს მეცნიერები ატარებენ პროექტ Near Earth Object-ის ფარგლებში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კოსმოსური სივრცის დაკვირვება და დედამიწისთვის პოტენციურად საშიში სხეულების გამოვლენაა.

რუქაზე ნაჩვენები მონაცემები, შეგროვილია ამერიკელების მიერ, 1994-2013 წლების პერიოდში. ამ დროის განმავლობაში ექსპერტებმა დააფიქსირეს 556 კოსმოსური სხეული, რომლებიც დედამიწის ატმოსფეროში მოხვდნენ. მათი უმეტესობა ატმოსფეროშივე დაიწვა, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა მოაღწია პლანეტის ზედაპირამდე. ყველაზე დიდი ზომის მეტეორით (ასტეროიდი, რომელმაც დედამიწის ზედაპირამდე მოაღწია) აღმოჩნდა „ჩელიაბინსკი“.

NASA- MAP

ეს მეტეორი ჩამოვარდა 2013 წლის 13 თებერვალს ჩელიაბინსკის ტერიტორიაზე, სადაც მისი 50-მდე ნამსხვრევია აღმოჩენილი. ყველაზე დიდი ნატეხი ტბა ჩებარკულის ფსკერზეა აღმოჩენილი. მისი წონა 600 კილოგრამს აღემატება.

ასტეროიდების საფრთხის გამოკვლევა NASA-ის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზანს წარმოადგენს. დედამიწასთან მასიური ასტეროიდების შეჯახებამ შესაძლოა კატასტროფებამდე მიგვიყვანოს. მაგალითად პოპულარული ვერსიის თანახმად, დინოზავრები დიდი ზომის კოსმოსური სხეული ვარდნის შედეგად დაიხოცნენ, რომლის ადგილზეც წარმოიქმნა თანამედროვე მექსიკის ყურე.

სწორედ ამიტომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პროგრამა Near Earth Object-ის ფინანსირება ათჯერ გაიზარდა. NASA ასევე თანამშრომლობს პარტნიორებთან მთელი მსოფლიოდან.

წყარო: jpl.nasa.gov