Pixelmator – Yosemite-ს მხარდაჭერით და განახლებული ინტერფეისით

Software

pixelmatorlimestone

Photoshop-ის პოლულარული ალტერნატივა OS X პლატფორმისათვის განახლდა 3.3 “Limestone” ვერსიამდე, რომელშიც წარმოდგენილია განახლებული ინტერფეისი, ფოტოს აღდგენის ინსტრუმენტი და რა თქმა უნდა OS X Yosemite-ის ფუნქციონალთან სრულად თავსებადია მათ შორის iCloud Drive და Handoff-ის მხარდაჭერა. განახლებაში გათვალისწინებულია ახალი iMac Retina 5K ეკრანის მხარდაჭერაც.

Pixelmator-ის რედიზაინი OS X Yosemite-ის გავლენითაა შექმნილი და უფრო ბრტყელი და გამჭვირვალე ელემენტებისაგნან შედგება, რაც მას სასიამოვნო და მოსახერხებელს ხდის.

აპლიკაციაში არის iCloud-ის სრული მხარდაჭერა, რითაც დამუშავებული სურათები ხელმისაწვდომი ხდება Pixelmator-ის iPad აპლიკაციაში და Handoff-ის მხარდაჭერა მის გამოყენებას უფრო კომფორტულს ხდის. არის ახალი ფოტოს აღდგენის ინსტრუმენტი, რომელიც მომხამრებლებს საშუალებას აძლევს სურათები ჩაასწორონ Mail ან TextEditor აპლიკაციებიდან გაუსვლელად.

3.3 განახლება ხელმისაწვდომია ამ აპლიკაციის წინა ვერსიების მფლობელებისთვის. ახალ მომხმარებლებს მისი ყიდვა Mac App Store-დან შეუძლია 29.99 დოლარად.

Pixelmator – Mac App Store

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.