p1ymwbjhcm8j7uojs4e7

ერთი შეხედვით Chrome-ის მისამრთის ზოლი განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს: ჩაწერ URL-ს და დანიშნულების ადგილზე ხარ. მაგრამ, მინდა გითხრა, რომ გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია.

გადააქციე ბრაუზერის ფანჯარა წიგნაკად

rnkvvnla3bfqzhlxe5w7

სწრაფი წერისთვის თუ გჭირდება ცარიელი ფურცელი ბრაუზერში, მისამართის ზოლში ჩაწერე:

data:text/html, <html contenteditable>

ძიება სიტყვის “აღება-ჩაგდებით”

dn1loqbh7asgjjgvdy8m

თუ არა ხარ ფეისთის ფანი, ძიება შეგიძლია განახორციელო სიტყვის მონიშვნით და კონტექსტურ მენიუში Search Google for-ის გამოყენებით.

45

განახორციელე ძიება კონკრეტულ საიტზე

lvqbmfybjekuelvms31o

ამგვარად ძიებისთვის აღარ არის საჭირო გამოვიყენოთ ძველებული მეთოდი “site: “-ის ჩაწერისა მისამართის ზოლში.

მოძებნე Gmail-სა და Google Drive-ში

usn4q83ogncoq9w0awo6

Gmail-ის ან Drive-ის გვერდებზე გადასვლა და მათში ძიების განხორციელება მოითხოვს ძალიან ბევრ კლიკს. გაცილებით მარტივია ამის გაკეთება მისამართის ზოლიდან. ამის მისაღწევად დაგჭირდება პატარა ინსტალაციის განხორციელება:

1. მისამართის ზოლში დაკლიკე მაუსის მარჯვენა ღილაკით და აირჩიე “Edit Search Engines”

2. დაამატე ახალი საძიებო სისტემა Google Drive

3. შეარჩიე სიტყვაკოდი, რომელსაც მარტივად დაიმახსოვრებ, მაგალითად “GDrive”

4. URL-ს ზოლში ჩაწერე: http://drive.google.com/?hl=en&tab=bo#search/%s

იგივე შეგიძლია გააკეთო Gmail-სთვისაც, სადაც დაგჭირდება ჩაწერო: https://mail.google.com/mail/ca/u/0/#apps/%s

გამოიყენე მისამართის ზოლი ფაილების ძიებისთვის

j9dilw392aqdhonj606k

მისამართის ზოლში ჩაწერე C:/ Windows-სთვის ან file://localhost Mac-სა და Linux-სთვის ფაილური ბრაუზერის ჩამოსატვირთად.

მიიღე უსაფრთხოების ინფორმაცია სასურველი საიტის შესახებ

vl672oaoqofn3q7wgstq

თუ გინდა, რომ მიიღო საიტის შესახებ ცოტათი მეტი ინფორმაცია, დააკლიკე მისამართის ზოლის მარცხნივ განთავსებულ ხატულას, სადაც შეგიძლია ნახო ქუქები, დაბლოკილი javascript და სხვ.