lollipop5-0-900x300

Android Lollipop-ის გავრცელება გრძელდება და კიდევ უფრო მეტ ადამიანს ეძლევა საშუალება საქმეში გამოსცადოს ეს ოპერაციული სისტემა. შემქნელების რწმუნებით, Lollipop არის Android-ის ყველაზე დიდი განახლება ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე. მასში თქვენ აღმოაჩენთ არა მხოლოდ ვიზუალურ, არამედ ფუნქციონალურ ცვლილებებსაც. ზოგი მათგანი ერთი შეხედვით შეუმჩნეველია. სტატიაში მოცემულია რჩევები Android-ის უახლესი ვერსიის ფუნქციონალის შესახებ.

როგორ გადმოვიტანოთ მონაცემები სხვა ტელეფონიდან?

თუ თქვენი გაჯეტისთვის არ გამოდის Android-ის განახლება და გადაწყვიტეთ შეიძინოთ ახალი მოწყობილობა, სავარაუდოდ, დაგჭირდებათ ძველი სმარტფონიდან მონაცემების გადატანა ახალში. სპეციალურად ამისათვის შეიქმნა ახალი ფუნქცია Tap & Go. ფუნქცია ემსახურება ნებისმიერ მოწყობილობაზეც რომელზეც დაყენებულია Android 4.1 ან უფრო ახალი.

1

ფუნქცია საშუალებას იძლევა ორი სმარტფონი დავუკავშიროთ ერთმანეთს NFC-ის დახმარებით და გადმოიტანოს საჭირო ინფორმაცია Bluetooth-ით. ამასთანავე, თქვენ შეძლებთ შეინახოთ არა მხოლოდ ოპერაციული სისტემის პარამეტრები, არამედ ცალკეული აპლიკაციების.

როგორ ვიპოვოთ საჭირო პარამეტრი?

შესაძლოა დაიღალე დამახსოვრებით, ჩამოსაშლელი მენიუს რომელი ხატულას მიღმა იმალება შენთვის საჭირო ოპცია. თუ ასეა, შეგიძლია ისარგებლო Android L-ში გამოჩენილი პარამეტრების საძიებო სისტემით. საკმარისია შეიყვანო საჭირო ფუნქციის დასახელება და გამოჩნდება ყველა შესაბამისი პარამეტრი.

2

როგორ გამოვიძახოთ სწრაფი პარამეტრების მენიუ?

წინა ვერსიებში სწრაფი პარამეტრების მენიუ განთავსებული იყო შეტყობინების პანელთან, მათ შორის გადართვა კი პატარა ხატულით ხდებოდა. ახალ ოპერაციულ სისტემაში შეტყობინების პანელის ჩასართავად საჭიროა ეკრანზე ზემოდან ქვემოთ ჩამოვუსვათ თითი, სწრაფ პარამეტრებთან წვდომისთვის კი კიდევ ერთხელ უნდა ჩამოვუსვათ ზემოდან ქვემოთ. ინსტრუმენტების პანელის ჩამოსაშლელად მეორე გზა არის ორი თითით ჩამოსვაიპება ზემოდან ქვემოთ.

3

როგორ ჩავრთოთ ფანარი?

ახლა უკვე არ არის აუცილებელი სპეციალური აპლიკაციის ჩაწერა, იმისათვის, რომ გავინათოთ ბნელი ღამე. Android L-ს ჩაშენებული აქვს ფანარი. შესაბამის ხატულას იპოვოთ ინსტრუმენტების პანელში.

4

როგორ გავიგოთ სწრაფად გაცემული მონაცემების რაოდენობა?

კიდევ ერთი ახალი პანელი ეხება მონაცემების მონიტორინგს. ფუნქცია გამოადგება მათ, ვინც იყენებს ინტერნეტის შეზღუდულ პაკეტს.

5

 

როგორ ვიქონიოთ სწრაფი წვდომა მაღვიძარამდე?

ჩამოსაშლელ მენიუში მოცემულია გვაქვს თუ არა ჩართული მაღვიძარა და რა დროზეა ის დაყენებული. მასზე დაჭერით აღმოვჩნებით მაღვიძარის პარამეტრებში.

6

როგორ მოვაშოროთ ყველა ან ცალკეული შეტყობინება დაბლოკილი ეკრანიდან?

როგორც იცით, Android L-მა ისწავლა შემოსული შეტყობინებების ბლოკირებულ ეკრანზე გამოჩენა. ერთის მხრივ, ეს წარმოადგენს გარკვეულ საფრთხეს თქვენი კონფიდენციალურობისათვის, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წაიკითხოს თქვენი შეტყობინებები სმარტფონის განბლოკვის გარეშე. თუმცა, კომპანია Google-მა იზრუნა ამაზე და თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გარკვეულ შეტყობინებებს მიანიჭოთ პრივატული სტატუსი. ამისათვის საჭიროა შევიდეთ Settings > Sound & notifications > When device is locked და მოვნიშნოთ ოპცია «Hide sensitive notification content». თუ გინდათ რომ არცერთი შეტყობინება არ გამოჩნდეს ბლოკირებულ ერანზე, მონიშნეთ ოპცია «Don’t show notifications at all».

7

როგორ ჩავრთოთ ჩუმი რეჟიმი?

კიდევ ერთი ფუნქცია, რომელსაც დიდხანს ელოდით, მოგანიჭებთ სიმშვიდეს. მისი აქტივაციისათვის საჭიროა დააჭიროთ თქვენს მოწყობილობაზე განთავსებულ ხმის ღილაკს. ეკრანზე გამოჩნდება ხმის რეგულატორი, მის ქვემოთ კი განთავსებულია სამი ახალი პარამეტრი  «None», «Priority» და «All». პირველი მათგანი ბლოკავს ყველა ზარს. მისი არჩევის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ რამდენი საათი გაგრძელდეს ეს რეჟიმი. მეორე რეჟიმი საშუალებას იძლევა აირჩიოთ რომელი მოვლენა და რამდენი ხნით გინდათ დაბლოკოთ. მესამე მათგანი კი არ ბლოკავს არცერთს.

8

როგორ მივპინოთ აპლიკაცია?

მრავალმომხმარებლიანი რეჟიმი უკვე ხემისაწვდომია სმაარფონებზეც. მაგრამ რა ვქნათ იმ შემთხვევაში თუ გვინდა მოწყობილობა რამდენიმე საათით ვათხოვოთ ბავშვს ან თანამშრომელს? ამ შემთხვევაში გადაგარჩენთ ახალი ფუნქცია, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ შეზღუდოთ მოწყობილობის მოხმარება. სამუშაო მაგიდაზე ამაგრებთ ეკრანს პროგრამებით და სხვა მომხმარებლებს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ მათი გამოყენება. ამ ფუნქციის აქტივაციისთვის შედით Settings > Security > Screen pinning და გაააქტიურეთ ის.

9

როგორ გავააქტიუროთ ენერგიის დაზოგვის რეჟიმი?

Android L-ს აქვს ჩაშენებული ენერგიის დაზოგვის რეჟიმი. მისი გააქტიურება შესაძლებელია სექციიდან Settings > Battery. აქ გაამახვილეთ ყურადღება მენიუზე, რომელიც განთავსებულია საათთან. შეგიძლიათ მიუთითოთ ამ რეჟიმის ავტომატური გააქტიურება, როდესაც სმარტფონი დამუხტულია მაგალითად 5 ან 15%-მდე. როგორც კი დასატენად შეაერთებთ, რეჟიმი ავტომატურად გაითიშება.

Capture

 

როგორ გავუშვათ დამალული თამაში?

Android-ს ყოველ ვერსიაში შემქმნელები რაღაცას გვიმალავენ. Android L-ში მათ თამაში დაგვიმალეს. თამაში არის Flappy Bird-ის მსგავსი. მის გასაჭვებად საჭიროა შევიდეთ Settings > About phone, აქ ოთხჯერ სწრაფად დააჭირეთ Android0-ის ვერსიას და გამოჩნდება ფოტო ჩუპა-ჩუპსით. შეეხეთ რამდენჯერმე, შემდეგ კი დააჭირეთ თითი, სანამ არ გაეშვება თამაში.

10

 

ეს ჩამონათვალი არ არის სრული. ოპერაციული სისტემის სხვა სიახლეებს გაგაცნობთ შემდეგ სტატიებში. მანამდე კი გვაინტერესებს შენი აზრი, მოგწონს თუ არა Android L-ის შემოტანილი სიახლეები და განსაკუთრებით რომელმა მოგხიბლა?